ცეელ T 2მლ #5ა

ცელ ტ
Zeel T
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტი №50 ან 250
საინექციო ხსნარი 2,2 მლ ამპულა №5, 10, 50 ან 100
მალამო 1 ტუბში 50 გ და 100 გ

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს: Cartilago suis D4, Funiculus umbilicalis suis D4, Embryo suis D4, Placenta suis D4 _ შესაბამისად 0,3 მგ; Rhus toxicodendron D2 _ 0,54 მგ; Arnica montana D1 _ 0,6 მგ; Solanum dulcamara D2 0,15 მგ; Symphytum officinale D8 0,15 მგ; Sanguinaria canadensis D3 0,45 მგ; Sulfur D6 0,54 მგ; Nadidum D6, Coenzym A D6, Acidum a-liponicum D6, Natrium Diethyloxalaceticum D6 _ შესაბამისად 0,03 მგ; Acidum silicicum D6 3 მგ. ასევე ლაქტოზა _ 300 მგ.

საინექციო ხსნარი: 2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Cartilago suis D6, Embryo totalis suis D6, placenta suis D6, NAD D8, Coenzym A D8 aquos, Acidum a-liponicum D8 aquos _ შესაბამისად 2 მგ. Solanum Dulcamara D3, Symphytum officinale D6, Rhus toxicodendron D2 _ შესაბამისად 10 მგ. Arnica montana D4 200 მგ; Sulfur D6 3,6 მგ; Sanguinaria canadensis D4 3 მგ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.


მალამო: 100 გ შეიცავს: Cartilago suis D2, Funiculus umbilicalis suis D2, Embryo suis D2, Placenta suis D2 _ შესაბამისად 0,001 გ; Rhus toxicodendron D2 0,27 გ; Arnica montana D2 0,3 გ; Solanum dulcamara D2 0,075 გ; Symphytum officinale D8 0,75 გ; Sanguinaria canadensis D2 0,225 გ; Sulfur D6 0,27 გ; Nadidum D6, Coenzym A D6, Acidum a-liponicum D6, Natrium diethyloxalaceticum D6 _ შესაბამისად 0,01 გ; Acidum silicium D6 1,0 გ. ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო 12,9 vol % Ethanol.


ჩვენებები
ართროზები (კერძოდ გონართროზი, პოლიართროზი, სპონდილართროზი, მხარ-ბეჭის სახსრის პერიართრიტი).

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტები: ჩვეულებრივ _ თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. საინექციო ხსნარი: ჩვეულებრივ _ 1 ამპულა კვირაში 2-ჯერ კანქვეშ, კუნთში, კანში, ვენაში, სახსარში ან სახსრის გარშემო, აუცილებლობისას _ პარავერტებრალურად. დიდი სახსრების დაავადებისას შეიძლება გამოვიყენოთ 2 ამპულა.
მალამო: დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად შესაზელად დილა-საღამოს,
აუცილებლობისას _ უფრო ხშირად; შეიძლება დაიდოს ნახვევი მალამოთი.

გვერდითი მოვლენები

საინექციო ხსნარის გაკეთებისას ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სახსრების ტკივილი, რომელიც იხსნება ანთების საწინააღმდეგო თერაპიით. რთულყვავილოვანთა მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობისას, ინექციების შემთხვევაში, მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციები; იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კანის რეაქციები მალამოს გამოყენების შემდეგ.

უკუჩვენება

ტაბლეტები: მომატებული მგრძნობელობა მცენარე Rhus toxicodendron- ის მიმართ. საინექციო ხსნარი: მომატებული მგრძნობელობა Rhus toxicodendron-ის და რთულყვავილოვანთა მიმართ.
მალამო: მომატებული მგრძნობელობა არნიკის მიმართ; არ გამოიყენება Rhus toxicodendron- ის და მალამოს სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები
სახსრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სინოვიალური მემბრანის და სინოვიალური სითხის, ასევე სახსრის ხრტილის ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნება. ხრტილში წარმოიქმნება რძემჟავა (ემბდენ-მაიერხოფის სქემის მიხედვით), რომელიც სინოვიალური სითხის მეშვეობით გადაეცემა სასახსრე ჩანთას, სადაც ლიმონმჟავა ციკლის დროს დაჟანგვის პროცესში გამოთავისუფლდება აუცილებელი ენერგია. ართროზისას სახსრის შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მოშლა შეინიშნება (ხრტილში, სინოვიალურ მემბრანაში, სინოვიალურ სითხეში), რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის გაძლიერებული დაშლით ხასიათდება. ამრიგად, წარმოიშვება შეუფარდებლობა ნივთიერებათა ცვლის კატაბოლურ და ანაბოლურ პროცესებს შორის. თერაპიის მიზანია მოშლილი ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზება. ენერგიის გამომყოფ ძირითად რეაქციას წარმოადგენს წყალბადის წარმოქმნა, რომელიც ლიმონმჟავას ციკლიდან გადაეცემა ნიკოტინამიდ-ადენინ-დინუკლეოტიდს (ნადიდი), როგორც სუნთქვის ჯაჭვის დასაწყის ელემენტს. სახსარში ნივთიერებათა ცვლის დროს ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს რძის და პიროყურძნის მჟავებს შორის, რომელშიც კატალიზურ ზემოქმედებას ნადიდი ასრულებს. ლიპონის მჟავა ასევე მონაწილეობს წყალბადის გადატანაში, რომელიც, თავის მხრივ, ჟანგვით დეკარბოქსილირებაში (პიროყურძნის მჟავის გადასვლა ძმარმჟავაში) მონაწილეობს.
კოენზიმ A-სთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება გააქტივებული ძმარმჟავა, რომელიც ლიმონმჟავას ციკლში ერთ-ერთ ძირითად გამააქტივებელს წარმოადგენს; ამავე როლს თამაშობს ოქსალაცეტატი.
რევმატული დაავადებების თერაპიაში დიდი ხანია გამოიყენება გოგირდი, მაგრამ მხოლოდ მუკოპოლისაქარიდსულფატების სამეცნიერო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ორგანიზმი გადაამუშავებს გოგირდს და გარდაქმნის ქონდროიტინსულფატად. შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისათვის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ორგანული პრეპარატები (Cortilago, Funiculus umbilicalis) წარმოადგენს, Placenta სისხლით მომარაგებას ააქტიურებს, ხოლო Embryo დამატებით მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს.
მცენარეული კომპონენტები (Rhus toxycodendron, Dulcamara, Sanguinaria, Symphytum, Arnica) გამოიყენება რევმატული დაავადებისას _ იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება ნესტიან ამინდში.
Zeel T-ს ფარმაკოლოგიურად აქტიური და არატოქსიკური კომპონენტები საშუალებას გვაძლევს ეს პრეპარატი სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ძირითად საშუალებად ჩავთვალოთ, რაც მრავალრიცხოვანი კლინიკური გამოკვლევებით დასტურდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი,ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH

გერმანია