ინდომეტაცინი 25მგ #30დრ(ბალკნფ

ინდომეტაცინი 25 მგ
Indometacin


შემცველობა:

მოქმედი ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ინდომეტაცინს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემცველობა: ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 400, დიეთილფტალატი, ეუდრაჟიტი, საღებავები.

მოქმედება
ინდომეტაცინი შედის არანარკოტიკული არასტეროიდული საშუალებების ჯგუფში, რომლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე სალიცილატების (აცეტილსალიცილის მჟავა, ნატრიუმის სალიცილატი, სალიცილამიდი) და პირაზოლონების (ფენილბუტაზონი, ბუტაპირინი). გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამცირებს ტემპერატურას და აძლიერებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას.

ჩვენებები
ინდომეტაცინი ნაჩვენებია სახსრების ანთებითი დაავადებებისას – რევმატოიდული პოლიართრიტი, ბეხტერევის დაავადება, ართრიტული დაზიანების სხვა ფორმები, განპირობებული ფსორიაზით ან ნიკრისის ქარით, სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებითი დაავადებები (პერიართრიტი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, სინოვიტი); სახსრების დეგენერაციული დაავადებებისას, რომლებსაც  თან ახლავს ანთება და ტკივილი – კოქსართროზი, გონართროზი; იშიაზის, პლექსიტის, რადიკულიტის დროს; ტრავმული დაზინებებისას – კონტუზია, ამოვარდნილობა, დაჭიმვა.

უკუჩვენებები
•    ჰიპერმგრძნობელობა ინდომეტაცინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
•    ასთმის მწვავე შეტევები, ჭინჭრის ციება ან რინიტი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
•    წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ეროზიული გასტრიტის, წყლულოვანი ცოლიტის დროს;
•    ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები;
•    ორსულობა;

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

ინდომეტაცინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში და ამ დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლთა კონტროლი.
დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისათვის. რეკომენდებულია დღე-ღამის უმცირესი დოზების დანიშვნა, რომლებიც არ იწვევს არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოვლინებას.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ავადმყოფებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით. მკურნალობის მიმდინარეობისას აუცილებელია კუჭისა და მუცლის არეში ტკივილების, ასევე ფარული სისხლდენების წარმოქმნის გაკონტროლება. რისკი იზრდება ალკოჰოლის, თამბაქოს ბოროტად გამოყენებისას, დასუსტებულ ავადმყოფებში, ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ინდომეტაცინის ერთდროულად გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა სალიცილატებთან ერთად. რეაქციების გამოვლენა შესაძლებელია წინასწარი ნიშნების გარეშე.
ინდომეტაცინი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით თირკმელების სერიოზული დაზიანების შესაძლებლობის გამო. ავადმყოფებში მსგავსი დარღვევებით ინიშნება მცირე დოზები და ხანმოკლე კურსები, ასევე აუცილებელია ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობით, სეპტიცემიით, დეპრესიით, ეპილეფსიით, ფსიქიკის დარღვევებით, პარკინსონიზმით, ვინაიდან შესაძლებელია ძირითადი დაავადების გართულება.
ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და ამგვარად გაუარესდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიით დაავადებულებში. მან შეიძლება დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია და გაზარდოს სისხლდენის დრო, რითაც ხელს შეუწყობს არასასურველი რეაქციების განვითარებას ავადმყოფებში სისხლის შედედების დარღვევებით.
ღვიძლის დაავადებებისას აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების პერიოდული კონტროლი, რომელთა აქტივობა შესაძლოა გაიზარდოს.
ინდომეტაცინით მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს საშვილოსნოს შიდა პესარიების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება.
ინდომეტაცინის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს განაყოფიერების უნარზე და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისათვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. დაორსულების პრობლემების არსებობისას ან გამოკვლევების ჩატარებისას შესაძლო უნაყოფობის დასადგენად, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

წამლების ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედებანი
ინდომეტაცინი ურთიერთქმედებაშია ბევრ სამკურნალო საშუალებასთან და ამიტომ განაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი კომბინირება სხვა მედიკამენტებთან.
დიფლუზინალი ამცირებს ინდომეტაცინის გამოყოფას თირკმელებით და იწვევს შრატში კონცენტრაციების მომატებას და ამასთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.
აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები – ინდომეტაცინის კონცენტრაციები შრატში მცირდება საშუალოდ 20%-ით; ერთდროული გამოყენებისას უფრო ხშირად ვლინდება გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ალკოჰოლი – იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
პრობენეციდი – იზრდება ინდომეტაცინის ოდენობა სისხლში.
მეტოტრექსატი – ინდომეტაცინი ამცირებს მის გამოყოფას თირკმელებით და აძლიერებს მის ტოქსიკურ ეფექტებს.
ლითიუმის პრეპარატები – ინდომეტაცინი იწვევს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატებას და თირკმელებით მისი გამოყოფის შემცირებას, ასევე აძლიერებს მისი ტოქსიკური ეფექტების გამოვლენის რისკს.
დიურეზიულები – ინდომეტაცინი ამცირებს დიურეზიულების შარდმდენ, ნატრიურეზიულ და ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას
ბეტა-ადრენო ბლოკატორები – ინდომეტაცინი ამცირებს ბეტა-ბლოკატორების მოქმედებას.
ამფ ინჰიბიტორები – ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება ერთდროული გამოყენებისას.
ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულანტები – იზრდება სისხლდენათა რისკი თრომბოციტების ფუნქციის დაქვეითების და კნტ-ს ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედების  შედეგად. აუცილებელია ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლი და სისხლდენისა და პროთრომბინული დროის შემოწმება.
ანტაციდური საშუალებები – მცირდება ინდომეტაცინის შეწოვა, რაც საჭიროს ხდის მათ მიღებათა შორის 2 საათიანი ინტერვალის გაკეთებას.

განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტთა სპეციფიური ჯგუფებისათვის
არ გამოიყენება ორსულობის დროს. პრეპარატი იწვევს ნაყოფის ნორმალური განვითარების დარღვევას.
გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში გამოყენება. ამ პერიოდში მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომანქანის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის უნარზე

ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის ფუნქციის დარღვევა და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის დროს.

გამოყენების წესი და დოზები
ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
უფროსები
რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, საშუალო და ზომიერი სიმძიმის ოსტეოართრიტი.
დღე-ღამის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ. კარგი ამტანობის შემთხვევაში იგი იზრდება 25-50 მგ-ით დღე-ღამეში თერაპიული მოქმედების მიღწევამდე. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150-200 მგ.
ინდომეტაცინით მკურნალობისას დღე-ღამის დოზა განისაზღვრება მკაცრად ინდივიდუალურად პრეპარატის ამტანობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით. დღე-ღამის დოზა იყოფა სამ ან ორ მიღებაზე. ავადმყოფებში ღამის მუდმივი ტკივილით და/ან დილის შებოჭილობით რეკომენდებულია ძილის წინ უფრო დიდი დოზის მიღება (მაგ., 100 მგ, დღე-ღამის დოზისას 150 მგ). დაავადების მწვავე ფაზის გავლის შემდეგ დღე-ღამის დოზა თანდათან მცირდება დღე-ღამის მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 14 დღე.
მწვავე ბურსიტის, ტენდინიტი და პერიართრიტი
დღე-ღამის დოზა – 75-100 მგ, გაყოფილი სამ ან ოთხ მიღებად.
მკურნალობა წყდება ანთების სიმპტომების გაქრობის შემდეგ. რეკომენდებული არ არის მკურნალობის გაგრძელება 7-14 მეტ ხანს.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
მწვავე ტკივილის კუპირებისათვის რეკომენდებულია დოზის 50 მგ ერთჯერადი მიღება. შემდეგ, როგორც წესი, საკმარისია უფრო მცირე დოზების მიღება ტკივილის სრულ მოხსნამდე. საბოლოოდ მწვავე ტკივილი გაივლის 2-4 საათში პრეპარატის მიღებიდან. ტკივილი და სიწითლე გრძელდება 24-36 საათი, ხოლო შეშუპება ქრება მესამე და მეხუთე დღეებს შორის მკურნალობის შეწყვეტიდან.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად უკეთესი ამტანობისათვის.
ბავშვები
ინდომეტაცინის დანიშვნა 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამის დოზებით 2 მგ/ს.წ.კგ სამ ან ოთხ მიღებად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 მგ/ს.წ.კგ. პრეპარატის მიმართ გვერდითი რეაქციების გამოვლინებისას მისი მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობის მიმდინარეობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მტკივნეული კოლიკები, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბნეულობა. შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, პერიფერიული შეშუპებები, სუნთქვის გართულება, ციანოზია და სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა.
აუცილებელია გულისრევის გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. გამოიყენება სიმპტომატური საშუალებები.

გვერდითი მოქმედება

•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – ღებინება გულისრევით ან მის გარეშე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისხლჩაქცევები, წყლული, ღვიძლის დაზიანება;
•    ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები, ასთმური შეტევა;
•    ცენტრალური ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, პარკინსონიზმი;
•    ფსიქიკის მხრივ დარღვევები – არსებული ეპილეფსიის გაუარესება, დეპრესია;
•    გრძნობის ორგანოები – შუილი და გუგუნი ყურებში, დაგროვება რქოვანაში და რეტინის დაზიანება (მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება);
•    საშარდე სისტემა – თირკმელების დაზიანება, სითხის შეკავება;
•    სისხლი – ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თავის ტვინის ჰიპო- ან აპლაზია;
•    მეტაბოლიზმის დარღვევები – ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალიემია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები. 30 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.


შენახვის პირობები:
მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
4 (ოთხი) წელი გამოშვების თარიღიდან.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.


მწარმოებელი:
ბალკანფარმა-დუპნიცა ად, სამოკოვსკოე შოსეს ქ., 3, 2600 დუპნიცა, ბულგარეთი.

ტელ.: (+ 359 701) 58 196, ფაქსი: (+ 359 701) 58 555.