ინოფოლიკი კომბი#30კაფს

ინოფოლიკი კომბი#30კაფს

ინოფოლიკი კომბი

(Inofolic Combi)

ინოფოლიკი კომბი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლს, D-ქირო-ინოზიტოლს და ფოლიუმის მჟავას, რომლიც მიიღება მათზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების ან საკვებიდან არასაკმარისი მიღების შემთხვევაში.

რა ფიზიოლოგიური როლი აკისრიათ ინოზიტოლებს: მიო-ინოზიტოლსა და D-ქირო-ინოზიტოლს?

მიო-ინოზიტოლი და D-ქირო-ინოზიტოლი არის ინოზიტოლის ორი სტერეოიზომერი. ისინი ადამიანის ორგანიზმში წარმოდგენილია როგორც ფოსფოლიპიდები და მათი ბიოლოგიური როლი არის როგორც მეორადი მესენჯერი.

მიო-ინოზიტოლი როგორც მეორადი მესენჯერი,  მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი ჰორმონალური სიგნალის გადაცემაში, როგორიცაა ინსულინი, FSH და TSH. მიო-ინოზიტოლის ნაკლებობას მივყავართ ამ ჰორმონებისადმი უჯრედის შეცვლილ პასუხამდე. მიო-ინოზიტოლი აკონტროლებს ცხიმების და შაქრის მეტაბოლიზმს, ასევე არეგულირებს ნერვული სისტემის უჯრედულ ფუნქციას. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი კონცენტრაცია კარგი ხარისხის კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ინდიკატორია. გარკვეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (PCOS), აღმოჩნდა მიო-ინოზიტოლის დაბალი შემცველობა ფოლიკულურ სითხეში.

D-ქირო-ინოზიტოლი ჩართულია ინსულინით ინდუცირებული სიგნალის გადაცემაში. ეს ორი იზომერი სხვადასხვა როლს თამაშობს ორგანიზმში და ყოველი ქსოვილი არეგულირებს ამ ორი იზომერის პროდუქციას სპეციფიური თანაფარდობით. ეს თანაფარდობა გადამწყვეტია ორგანოების და ქსოვილების სწორი ფუნქციონირებისათვის. მართლაც, მხოლოდ იმ ფოლიკულში მწიფდება ხარისხიანი კვერცხუჯრედი, სადაც მაღალი კონცენტრაციითაა მიო-ინოზიტოლი. იმის გამო, რომ ამ ორი იზომერის ფიზიოლოგიური პლაზმური თანაფარდობა შენარჩუნდეს, აუცილებელია D-ქირო-ინოზიტოლთან ერთად მიო-ინოზიტოლის მიწოდება. ჯანმრთელ პირებში თანაფარდობა მიო-ინოზიტოლსა და D-ქირო-ინოზიტოლს შორის არის 40:1. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ინსულინრეზისტენტობით (ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა საკვერცხეების პოლიკისტოზი PCOS, დიაბეტი და სიმსუქნე), კარგავენ დიდი რაოდენობით მიო-ინოზიტოლ/D-ქირო-ინოზიტოლს განსხვავებით ჯანმრთელი პირებისაგან, რაც იწვევს მათ დეფიციტს. მართლაც, საკვეცხეების პოლიკისტოზის სინდრომის მქონე ქალებში პლაზმაში და ფოლიკულურ სითხეში ნანახი იქნა მიო-ინოზიტოლის შემცირებული რაოდენობა.

რა არის ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი? ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი B-ჯგუფის ვიტამინი. ის ჩართულია დნმ, რნმ და ცილების სინთეზში, ასევე უჯრედის დაყოფის და ქრომოსომების აღდგენის პროცესში. ის ასევე ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების ზრდას და მისი დეფიციტი იწვევს ჰომოცისტეინის ინტრაფოლიკულურ ზრდას, რის შედეგადაც მცირდება კვერცხუჯრედის ხარისხი. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა იწვევს ნაყოფის ზრდის დეფექტს. მისი დამატება აღადგენს დედის ორგანიზმში ფოლატების დონეს. თავის მხრივ დედის ორგანიზმში ფოლატების დეფიციტი რისკ-ფაქტორია ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების.

რა არის ინოფოლიკი კომბი? ინოვაციური ტექნოლოგიით მიღებული კაფსულის საშუალებით, ინოფოლიკი კომბი უზრუნველყოფს შემადგენელი კომპონენტების სწრაფ აბსორბციას და გახსნას, მაღალ ბიოშეღწევადობას.

რა დროსაა რეკომენდებული ინოფოლიკი კომბი? ინოფოლიკი კომბი უზრუნველყოფს გლუკოზის ნორმალური მეტაბოლიზმის შენარჩუნებას ჭარბწონიან პაციენტებში, ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აღადგენს პლაზმაში და ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიურ თანაფარდობას, აუმჯობესებს კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ხარისხსს, ამცირებს ჰიპერსტიმულაციის რისკს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას.

როგორ უნდა მიიღოთ ინოფოლიკი კომბი? რეკომენდებულია თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. სასურველია კაფსულების მიღება 12 საათიანი შუალედით.

ინოფოლიკი კომბის შემადგენლობა: მიო-ინოზიტოლი, D-ქირო-ინოზიტოლი და ფოლიუმის მჟავა. შემადგენლობაზე სრული ინფორმაციია იხილეთ შეფუთვაზე.

ინოფოლიკი კომბის შეფუთვა: 30 კაფსულა.

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის ბალანსირებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელი. შენახვის ვადა მითითებულია დაუზიანებელ კოლოფზე. შეინახეთ ინოფოლიკი კომბი გრილ, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.        

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com                                                                                          

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს “ინოთიმი”

მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]