სიროფი კალციუმით, იოდიდით, რკინით (2+) და ვიტამინებით
Sirupus Culcii, Iodidi, Ferri (2+) et vitamin
Sirupus Culcii, Iodidi, Ferri (2+) et vitamin
შემადგენლობა
კალციუმის ქლორიდი (ს.ფ. X, გვ. 148)... 10,0 გ
კალიუმის იოდიდი (ს.ფ. X, გვ. 383)... 0,0005 გ
რკინის ქვეჟანგის ქლორიდი (ს.ფ. XI, ტ1, გვ. 160)... 0,1 გ
ვიტამინი D3 (Eph, 2001, გვ 525)... 0,05 გ
ასკილის ნაყოფები (ს.ფ. ტ.2, გვ. 350)... 10,0 გ
მონახარში ასკილის ნაყოფების (ს.ფ. ტ,2 გვ.61)... 40,0 მლ
შაქარი (ს.ფ. IX, გვ. 416)... 61,0 გ
წამლის ფორმა _ სიროფი.
აღწერილობა _ გამჭირვალე, უფერო ან ღია ჩალისფერი, უსუნო, ბლანტი სითხე, მოტკბო-მომწარო გემოთი.
ფარმაკოლოგიური თვისება _ ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი.
ჩვენება _ ალერგიული დაავადებებისაგან დაცვის, ძვლოვანი ქსოვილების, მათ შორის კბილების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, ნერვული და იმუნური სისტემების მომწესრიგებელ-გამაძლიერებელი, სისხლწარმომქმნელი, ენდემური ჩიყვის, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების, რკინადეფიციტური ჰიპოქრომული ანემიების, სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალება.
უკუჩვენება _ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები: დადგენილი არ არის.
არასასურველი ეფექტი: დადგენილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი _ 1 წლამდე ექიმის დანიშნულებით, 7 წლის ასაკამდე 1 ჩაის კოვზით, 7 წლის ზემოთ დესერტის კოვზით, ჭამის წინ, 2-3 ჯერ დღეში.
ჭარბი დოზირება: ადგილი ექნება იმ შემთხვევაში როდესაც ავადმყოფი პრეპარატს მიიღებს 2-3 ჯერ მეტი რაოდენობით, ვიდრე ეს მითითებულია ეტიკეტზე (ინსტრუქციაში)
შენახვის პირობები _ გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა _ 2 წელი.
შეფუთვა _ 150 გრამიანი ფერადი მინის ან პოლიეთილენის ფლაკონი.
გაცემის რეჟიმი: რეცეფტის გარეშე.
ლიცენზიის მფლობელი: შ.პ.ს. "იბერია" საქართველო. თბილისი, ფანასკერტელის # 19 ტელ 33-48-31