KALCINOVA®
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
კალცინოვა®
წამლის ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (Retinolum) 1000 სე
ვიტამინი D3 (Cholecalciferolum) 100 სე
ვიტამინი B6 (Pyridoxini chloridum) 0.4 მგ
ვიტამინი C (Acidum ascorbicum) 15 მგ
ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი 430.40 მგ
(შეესაბამება Ca2+-100 მგ და P5+-77 მგ შემცველობას ერთ ტაბლეტში).
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ლიმონმჟავა, პოლისორბატი 80, მაგნიუმის სტეარატი, საღებარები (ცისფერი E 132, ყვითელი E 104, წითელი EE129), არომატული ნივთიერებები (კივი, მოცვი, ანანასი, ჟოლო).
აღწერილობა
მრგვალი ტაბლეტები უმნიშვნელო სიპრიალით, ვარდისფერი (ჟოლო), ღია-ყვითელი (ანანასი), ღია-მწვანე (კივი), ღია-ცისფერი (მოცვი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალება, რომმელიც მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ათქ კოდი A11AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში.
კალციუმთან ერთად ფოსფორი მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
ძვლებისა და კბილების სწორი მინერალიზებისათვის კალციუმისა და ფოსფორის გარდა, რომლებიც სამშენებლო მასალას წარმოადგენენ, აუცილებელია ვიტამინების მიღება, განსაკუთრებით ვიტამინი D3-ის, რომელიც ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას საჭმლის მომნელებელ ორგანოებში და მათ სწორად განაწილებას ძვლისა და კბილის ქსოვილებში.
ვიტამინი A მინაწილეობს სხვადსხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილების, ლიპიდების, მუკოპოლისაქარიდების) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოების ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას, ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ხელს უწყობსს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას.
ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს.
გამოყენების ჩვენებები
კალცინოვას ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- ბავშვებისათვის ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში,
- ბავშვებისათვის რძისა და რძის პროდუქტების მიმართ აუტანლობით,
- ბავშვებში კბილებისა და ძვლების გასამაგრებლად და დასაცავად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, კალციუმის მარილების დიდი რაოდენობით შემცველობა სისხლსა და შარდში. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზები
2-4 წლის ბავშვებში მიიღება 2-3 ტაბლეტი დღეში, 4 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში – 4-5 ტაბლეტი დღეში.
რეკომენდებულია ტაბლეტების დაღეჭვა.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
არ შეიძლება რეკომენდებულზე დიდი დოზების მიღება.
კალცინოვას დიდი დოზების ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის შემცველობის მომატება სისხლსა და შარდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კალცინოვას მიღება ტეტრაციკლინების რიგის პრეპარატებთან და ნატრიუმის ფტორიდთან არ შეიძლება, ვინაიდან ამ პრეპარატების მოქმედება სუსტდება. თუ აუცილებელია ამ პრეპარატებითა და კალცინოვათი ერთდროული მკურნალობა, მაშინ მიღებათა შორის ინტერვალი არა ნაკლებ 3 საათი უნდა იყოს.
განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის კალცინოვას ტაბლეტების მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისი შაქარს შეიცავენ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
9 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.