საერთაშორისო დასახელება:
LIDOCAINE; CETYLPYRIDINUM CHLORIDE
მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE
მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი+ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი მაანესტეზირებელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ღრძილების გელი: ტუბში 10 გ
1 გ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ................. 3.3 მგ
ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი ............. 1 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, ხასიათდება ანტისეპტიური მოქმედებით. აბლოკირებს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აგზნებას; აქტიურია გრამდადებითი და ნაკლებად გრამუარყოფითი ბაქტერიებს მიმრთ, გავლენას არ ახდენს ბაქტერიების სპორებზე.
ჩვენებები:
ტკივილის სინდრომი ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ადგილობრივად. ბავშვებში 3 თვიდან – თითის წვერით გელი შეიზილება ღრძილების ანთებით უბანზე; აუცილებლობისას შეიძლება განმეორებით გამოყენება არა ნაკლებ 20წთ–იანი ინტერვალით , არაუმეტეს 6–ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები, ხანგრძლივი გამოყენებისას ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება.
ურთიერთქმედება:
ცეტილპირიდინის ქლორიდი შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანინურ სურფაქტანტებთან.