კამაგრა 50მგ #4ტ

კამაგრა 50მგ
(Kamagra)



გენერიული დასახელება:

Sildenafil citrate

1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
25, 50 ან 100 მგ სილდენაფილის ციტრატი

პრეპარატი წარმოადგენს ცისფერ, მრგვალ, წახნაგოვან ტაბლეტებს, ერთ მხარეზე წარწერით AP, ხოლო მეორეზე- KGR.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი უზრუნველყოფს სექსუალურ სტიმულაციას, იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ერექციას. კამაგრა არ ზრდის სექსუალურ ლტოლვას და არ გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვის დროს. პრეპარატის მოქმედება იწყება 30 წთ-დან 1 სთ-მდე. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ჩვენება:
ერექციის გაუმჯობესება

უკუჩვენება:
-პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ ზემგრძნობელობა;
-ნიტრატების გამოყენება;
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, გადატანილი ინფარქტის, ინსულტის;
-სასქესო სისტემის დაავადების, მტკივნეული ერექციის;
-პეპტიკური წყლულის;
-პიგმენტური რეტინოპათიის;
-სისხლის შედედების დარღვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში სქესობრივ აქტამდე 1 სთ-ით ადრე. დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე დღეში.
ღვიძლისა და თიკმლების პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მინიმალური დოზით-25 მგ დღეში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული კამაგრას გამოყენება ნიტრატებთან, ხოლო ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად - თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვა: 4 ტაბლეტი

მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)