კანაზოლი 2% 40გ კრემი

კანაზოლი კრემი 2%
(KANAZOL)



40გ კრემი შეიცავს 0,80გ კეტოკონაზოლს დამხმარე ნივთიერებები: 8.000 პროპილენგლიკოლი; 0.600 პოლისორბიდი 60; 0.400 იზოპროპილი; 0.040 პოლისორბიდი 80;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიფუნგინალური საშუალება.

ჩვენება:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
-კანისა და რქოვანას სოკოვანი დაავადებები;
-სისტემური მიკოზები;
-დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
პრეპარატის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოქმედება:
არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა:
2% კრემი; 40გ ტუბში

მწარმოებელი “BILIM PHARMACEUTICALS”
(თურქეთი)