კანდიბენე 100მგ ვაგ. ტაბ.
(Kandibene)
წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტი 100 მგ ან 200 მგ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი
შემადგენლობა: 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ან 200 მგ კლოტრიმაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი, ადიპინის მჯავას ფხვნილი, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონტი, კოპოლივიდონი, მაგნიუმის სტერატი, სილიციუმის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, პოლისორბატი 80.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მისი ანტიმიკოზური ეფექტი განპირობებულია კლოტრიმაზოლის (იმიდაზოლის წარმოებული) მიერ ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რომელიც შედის სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში, რაც იწვევს მემბრანის განვლადობის ცვლილებას და სოკოს უჯრედის შემდგომ ლიზისს.
პრეპარატი ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარასა და ობის სოკოს, აგრეთვე მრავალფეროვანი ლიქენის (Pityriasis versicolor), ერითრაზმას გამომწვევების მიმართ. ზემოთაღნიშნულ გამომწვევების პირველადი რეზისტენტობა კლოტრიმაზოლის მიმართ უმნიშვნელოა. მკურნალობის პროცესში რეზისტენტობის მომატება არ აღინიშნება. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამდადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Bacteroides, Gardnerella vaginalis), აგრეთვე Trichomonas vaginalis, Corynebacterium minutissimum-ის მიმართ. პრეპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება.
ჩვენებები: გენიტალური ინფექციები,რომლებიც გამოწვეულია Candida-ს რიგის საფუარას სოკოებით და/ან Trichomonas vaginalis-ით (კანდიდოზური ვულვოვაგინიტი, ტრიქომონიაზი); გენიტალური სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით; მშობიარობის წინ სამშობიარო გზების სანაცია.
განსაკუთრებული მითითებები: უროგენიტალური რეინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პარტნიორის მკურნალობა. ტრიქომონიაზის მკურნალობისას რეკომენდებულია კანდიბენეს 200 მგ ვაგინალური ტაბლეტების კომბინაცია სხვა სისტემური მოქმედების საშუალებებთან (მეტრონიდაზოლი).
პრეპარატის მენსტრუალური ციკლის დროს გამოყენება დაუშვებელია. პრეპარატის მენსტრუალური ციკლის დროს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომების დროს.
წინააღმდეგჩვენება: კლოტრიმაზოლისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ იქნა დადგენილი, რომ პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე ან დედის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად ექიმის კონსულტაციით. ორსულობის პერიოდში მისი დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი გამოიყენება აპლიკატორის მეშვეობით. იგი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება საღამოს წოლით მდგომარეობაში აპლიკატორის მეშვეობით. ღრმად. მკურნალობა ტარდება კურსებით: ყოველდღიურად შეჰყავთ 3 დღის განმავლობაში 1 ვაგინალური 200 მგ ტაბლეტი. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ. სამშობიარო გზების სანაციისათვის საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას სასურველი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია დაავადების მწვავე სიმპტომების კუპირებისთანავე არ შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის ცნობილი და არც მოსალოდნელი, ვინაიდან კლოტრიმაზოლის რეზორბციის უნარი უმნიშვნელოა. პრეპარატისა და ამფოტერიცინის, აგრეთვე სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების კომბინაციისას მოსალოდნელია მათი მოქმედების დაქვეითება. პრეპარატისა და ნისტატინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია კლოტრიმაზოლის მოქმედების ეფექტის დაქვეითება.
გვედითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაქციები: სიწითლე, წვის შეგრძნება, ქავილი. იშვიათად – ეგზანთემა.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირებით მიღებისას სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატის (შიგნით) გაუთვალისწინებელი წესით მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად – ძილიანობა, ჰალუცინაციები, პოლაკიურია, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება. მკურნალობა სიმპტომატურია. პრეპარატის მიმართ შეჩვევის სინდრომი არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა: 3 ვაგინალური ტაბლეტი აპლიკატორით შეფუთავაში.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოთ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი ფირმა: “Merckle GmbH”, გერმანია