სავაჭრო დასახელება:
კერკავიტი, Kerkavit
წამლის ფორმა:
კაფსულები.
აღწერილობა:
მყარი ჟელატინის წითელ-ყავისფერი კაფსულები ზომით #0, წარწერით “KERCAVIT” კორპუსზე და სახურავზე, რომლებიც შეიცავენ გრანულირებულ ფხვნილს ღია-ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობით.
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 60 მგ,
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) 60 მგ,
პარაამინობენზოის მჟავა 30 მგ,
საფუარი 130 მგ,
L-ცისტინი 20 მგ,
ჰიდროლიზებული კერატინი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კიზელგური, პლასდონ S-630, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის ათქ კოდი: A11EX
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კერკავიტი – კომბინირებული პოლივიტამინური პრეპარატი, რომელიც ახდენს ვიტამინებისა და ამინომჟავების ნაკლებობის კომპენსირებას. კერკავიტი, შემადგენლობის წყალობით, ავსებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, აუმჯობესებს თმის და ფრჩხილების ტროფიკას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს კანის უჯრედებში. თიამინი (ვიტამინი B1) - აუცილებელია კეტომჟავების (პიროყურძნის და რძის) ჟანგვითი დეკარბოქსილირებისათვის, აცეტილქოლინის სინთეზისათვის, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ, ცხიმოვან, ცილოვან, წყალ-მარილოვან ცვლაში, ახდენს ნერვული სისტემის ტროფიკის და ფუნქციონირების რეგულირებას. თიამინის არასაკმარისი მიწოდების დროს პიროყურძნისა და რძის მჟავები გროვდება ქსოვილებში, ირღვევა აცეტილქოლინის სინთეზი, რის შედეგადაც უარესდება ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციები. თიამინი წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. მოქმედებს რა როგორც ანტიოქსიდანტი, თიამინი იცავს ორგანიზმს ალკოჰოლის და თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან.
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) – ასტიმულირებს კერატინის და თმის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების სინთეზის პროცესებს, ამცირებს თმის ფოლიკულების მოთხოვნილებას ჟანგბადზე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტი.
პარაამინობენზოის მჟავა – ვიტამინის მსგავსი ნაერთი, მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლის პროცესებზე, უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესების და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის ნორმალიზებას, მათ შორის, ცილების და ცხიმების შეთვისებას, მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში, რითაც ახდენს ანემიის განვითარების პროფილაქტიკას, მოქმედებს თმის ზრდაზე და იცავს მის ნორმალურ შეფერილობას, ხელს უწყობს ჭაღარა თმების ბუნებრივი ფერის აღდგენას, ნაოჭების წარმოქმნის შენელებას, იცავს კანს მზის დამწვრობისაგან.
საფუარი – ხელს უწყობს ფრჩხილების, თმის ზრდასა და გამაგრებას, გამოიყენება ფურუნკულების, დერმატოზების, ეგზემის, ფსორიაზის მკურნალობაში, ამაღლებს იმუნიტეტს, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
L-ცისტინი – ამინომჟავა, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლების გარდაქმნის პროცესებს, ამცირებს ალერგიული რეაქციების სიმპტომებს და გამოვლინებას, ახდენს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას.
კერატინი – თმის ძირითადი სტრუქტურული ცილა. ის ხელს უშლის თმის გაუწყლოვნებას, მატებს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ჯანმრთელ ბზინვარებას.
გამოყენების ჩვენებები:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, განვითარებული ორსულობის შედეგად ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობის გამო, ასევე უცნობი ეტიოლოგიის თმის ცვენა;
- თმის შენელებული ზრდა;
- ფრჩხილების და თმის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა და აშრევება);
- ფრჩხილების ზრდის დარღვევა, ბზინვარების და მიმზიდველობის დაკარგვა.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა მოცემული პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში დისპეფსიური გვერდითი მოვლენები (დიდი დოზის გამოყენების შემთხვევაში), ალერგიული რეაქციები: ანგიოედემა, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
მიღების წესი და დოზები:
კერკავიტი მიიღება თითო კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
სასურველი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული კერკავიტის ერთდროული გამოყენება სულფანილამიდურ პრეპარატებთან. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას პრეპარატის მიღების პერიოდში.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება პოლივიტამინურ კომპლექსებთან, რომლებიც შეიცავენ თიამინის მონონიტრატს ან კალციუმის პანტოთენატს.
გამოყენება პედიატრიაში:
არ არის რეკომენდებული კერკავიტის გამოყენება ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
კერკავიტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
არ არის რეკომენდებული კერკავიტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს სარწმუნო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.
გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).