კლიონ-D 100მგ #10ტ ვაგ.

კლიონ-D 100მგ #10ტ ვაგ.
კლიონი – D 100მგ
(KLION-D)

წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტი

შემადგენლობა: პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტრონიდაზოლს და მიკონაზოლის ნიტრატს.
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი ინტრავაგინალური გამოყენებისათვის ტრიქომონასომებით და/ან სოკოებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით ტრიქომონასომებით და/ან კანდიდებით გამოწვეული საშოს ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.


წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ორსულობის პირველ ტრიმესტრში.


სიფრთხილეა საჭირო: მკურნალობის პერიოდში მკაცრად აკრძალულია სქესობრივი კავშირი და ალკოჰოლის გამოყენება. პრეპარატისა და მეტრონიდაზოლის ერთდროული გამოყენებისას პერორალურად, განსაკუთრებით მკურნალობის განმეორებითი კურსის დროს, აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.
მიზანშეწონილია სქესობრივი პარტნიორის პერორალურად მეტრონიდაზოლით პარალელური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ტრიქომონასომებით გამოწვეული ვაგინიტის სამკურნალოდ წყალში დასველებული ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში ერთხელ დღეღამეში, საღამოს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ერთდროულად ინიშნება მეტრონიდაზოლი დღეღამეში 2-ჯერ. სასურველი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლებელია გავახანგრძლივოდ კიდევ 10 დღის განმავლობაში.

კანდიდოზური ვაგინიტის სამკურნალოდ წყალში დასველებული ერთი ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.

გვერდითი მოვლენები: მკურნალობის პერიოდში იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები, მიუხედავად ამისა მისი გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: ვაგინალური ტაბლეტი #10 შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 100 მგ მეტრონიდაზოლს და 100 მგ მიკონაზოლის ნიტრატს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

გაცემის წესი
– ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი