კლოტრიმაზოლი 1% 20გ კრემი GSK

კლოტრიმაზოლი 1% 20გ კრემი GSK

შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი 1,0გ
დამხმარე ნივთიერებები 100გ-მდე
დამხმარე ნივთიერებების შემადგენლობა: 
ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ცეტილის პალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, პოლისორბატ 60, სორბიტანის სტეარატი, გაწმენდილი წყალი, ბენზილის სპირტი – კონსერვანტად.

ფარმაკოლოგიური თვისებები
- კლოტრიმაზოლი წარმოადგენს გარეგანი მოქმედების პრეპარატს. ავლენს ფუნგისტატურ და ფუნგიციდურ მოქმედებას ადამიანის ინფექციის გამომწვევი პათოგენური სოკოკების უმეტესობაზე, კერძოდ: 
- დერმატოფიტებზე: Trichophyton sp., Epidermophyton floccosum, Microsporum canis, 
- საფუარის მსგავს სოკოებზე: Candida albicans. 
- Mellasezia farfur.
პრეპარატის საერთო ცირკულაციაში შეწოვა მინიმალურია : ნაკლებია 0,1%

ჩვენებები
კლოტრიმაზოლი 1% კრემი წარმოადგენს დერმატოფიტების მიერ გამოწვეული კანის მიკოზების, კანის და გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების, ასევე მკრეჭველი სირსველის სამკურნალო პრეპარატს. 
პრეპარატი არ გამოიყენება ვაგინალურად და თვალებისთვის.

მიღების წესები და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის
თუ არ არის სხვა დანიშნულება, კლოტრიმაზოლი 1% კრემი იხმარება დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) დაზიანებული კანის და მის გარშემო თხელი ფენის სახით. პრეპარატის გამოყენების მინიმალური პერიოდი დაავადების სიმპტომების გაქრობის მიუხედავად, შეადგენს 4 კვირას. ამ მითითების არშესრულება იწვევს ინფექციის რეციდივის განვითარებას. მითითებულ დროში მკურნალობის შედეგების არარსებობისას ან დაავადების გამწვავებისას, დიაგნოზის დასადგენად საჭიროა მივმართოთ ექიმს. 
გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციებისას უნდა გაგრძელდეს 1-2 კვირა.
ყურადღება: პრეპარატის წასმამდე საჭიროა დაზიანებული უბნის დაბანა და გამშრალება.
გამოყენებამდე შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.
არ გამოიყენნოთ ვარისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
კლოტრიმაზოლის გარეგანი გამოყენებისას იშვიათად ვლინდება კანის გაღიზიანების ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ერითემა, შეშუპება, მუწუკები, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეპიდერმისის აქერცლვა. ასეთი შემაწუხებელი რეაქციები წარმოადგენენ თერაპიის შეწყვეტის და ექიმის კონსულტაციის საფუძველს.

უკუჩვენება
კლოტრიმაზოლზე ან რომელიმე კომპონენტზე აწეული მგრძნობელობა. არ გამოიყენება ჩვილ ბავშვებში. 
არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით
გაფრთხილებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმიის კონსულტაციის გარეშე:
- იმუნოსუპრესიულ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას დაქვემდებარებულ პაციენტებში
- დიაბეტიანებში
- აივ ინფექციით ინფიცირებულებში
- ორშსულებში და მეძუძურ დედებში
- 11 წლამდე ბავშვებში და ხანდაზმულებში

ორსულობა და ლაქტაცია
ექიმის კონსულაციის გარეშე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კლოტრიმაზოლის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
პირველი ტრიმესტრი ითვლება კლოტრიმაზოლის გამოყენების უკუჩვენებად. მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კლოტრიმაზოლი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, მოითხოვს ექიმის კონსულტაციას.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მომსახურეობაზე:
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ავლენს გავლენას ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიკური მოწყობილობების მომსახურეობაზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.