კოლპოცინ T 500მგ/მლ 100მლ

კოლპოცინ-T
(Colpocin-T)

მეტრონიდაზოლი 500მგ/100მლ

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: მეტრონიდაზოლი
ექსიპიენტები: ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოტექნოლოგიური ფორმა:
საინფუზიო ხსნარი

აქტიური ინგრედიენტის სიძლიერე:
საინექციო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 5მგ მეტრონიდაზოლს.

აღწერილობა-შეფუთვა:
გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითლამდე ფერის ხსნარი 100მლ-იან პლასტიკურ ჩანთებში

თერაპიული კლასიფიკაცია:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ზოგადი ინფორმაცია:
პრეპარატი შეიცავს მეტრონიდაზოლს, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენება საშარდე ტრაქტის ტრიქომონიაზის, ამებიაზის, ლამბლიოზის, ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების და მძიმე gutta rosacea-ს სამკურნალოდ.

ჩვენებები:
მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების დროს ანტიპარაზიტული და ანტიბაქტერიული აქტივობა.
ოპერაციული ინფექციები (მაგ. ღვიძლის აბსცესი, ინტრა-აბდომინალური აბსცესები, პერიტონიტი, სანაღვლე, სამეანო და გინეკოლოგიური ინფექციები) და ანაერობული ბაქტერირბით გამოწვეული სხვა ინფექციები.
გასტრო-ინტესტინალური ან სწორი ნაწლავის პოსტ-ოპერაციული ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციათა პროფილაქტიკა.
ნაწლავთა და ღვიძლის ამებიაზი.

უკუჩვენებები:
მეტრონიდაზოლი უკუნაჩვენებია პრეპარატისადმი და ზოგადად იმიდაზოლისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.

სპეციალური გაფრთხილებები გამოყენების დროს:
მეტრონიდაზოლი ფრთხილად მიიღება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დისკრაზია ან რომლებშიც ხდება ლეიკოციტთა საერთო რაოდენობის კონტროლი. თუ აუცილებელია ხანგრძლივი თერაპია, რეკომენდირებულია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ანალიზი, განსაკუთრებით უნდა შემოწმდეს ლეიკოციტების რიცხვი და მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება ისეთ გვერდით ეფექტებზე, როგორიცაა პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, დაბნეულობა თავბრუსხვევები, ეპილეფსიური კონვულსიები.
სიფრთხილეა საჭიროა პაციენტებში პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური და მძიმე ქრონიკული დარღვევებით, ვინაიდან არსებობს დეტერიორიზაციის რისკი.
პაციენტები უნდა გაფრთხილებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ მეტრონიდაზოლი ამუქებს შარდს (მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტების გამო).
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით. პაციენტებში რეციდიული ღვიძლის ციროზით, დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდირებული დოზის ნახევრამდე, ვინაიდან შესაძლოა გვერდითი მოვლენების მომატების ალბათობა.
ასაკოვნებში: მეტრონიდაზოლს ახასიათებს კარგი ამტანობა ხანდაზმულ პაციენტებში. 
მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია მაღალი დოზების სიფრთხილით დანიშვნა, ფარმაკოკინეტიკური კლინიკური გამოკვლევების მიხედვით.
ორსულობა და ლაქტაცია: გარდა აბსოლუტური საჭიროებისა მეტრონიდაზოლი არ გამოიყენება ორსულებში ან ლაქტაციის დროს.
ბავშვებში: მეტრონიდაზოლის გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ “დოზირების” რეჟიმის დაცვით.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება: პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული შესაძლო მოთენთილობის, თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კონვულსიების ან გარდამავალი მხედველობითი დისკომფორტის შესახებ და მიეცეს რჩევა მსგავსი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში თავი შეიკავოს მანქანის მართვისაგან.

წამლებთან ურთიერთმოქმედება:
პერორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობა (ვარფარინის ტიპის):
ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება და ჰემორაგიის რისკის ზრდა გამოწვეულია ღვიძლის კატაბოლიზმის შემცირებით. Aამ პრეპარატების ერთად მიღების დროს უფრო ხშირად უნდა მოხდეს პროთრომბინის დროის და ანტიკოაგულაციური თერაპიის შეფასება.
ლითიუმი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის პლაზმური დონის მომატება. ამიტომ ამ ორი პრეპარატის ერთად მიღების დროს უნდა მოხდეს ლითიუმის კრეატინინის და ელექტროლიტების მონიტორინგი.
ციკლოსპორინი: პაციენტები, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, არიან შრატში ციკლოსპორინის მომატებული დონის რისკის ქვეშ, სანამ ადგილი აქვს მეტრონიდაზოლის მიღებას. შრატში საჭიროა ციკლოსპორინისა და კრეატინინის მუდმივი მონიტორინგი.
ფენობატბიტალი და ფენიტოინი: ისინი იწვევენ მეტრონიდაზოლის მეტაბოლური მაჩვენებლის ზრდას და ამგვარად, მეტრონიდაზოლის პლაზმური დონე მოსალოდნელზე დაბალია. მეტრონიდაზოლმა შესაძლოა შეამციროს ფენიტოინის საერთო კლირენსი და გამოიწვიოს მისი ნახევარდაშლის პერიოდის გახანგრძლივება.
ციმეტიდინი: ის აინჰიბირებს მეტრონიდაზოლის მეტაბოლურ დეგრადაციას და ამგვარად ადგილი აქვს მეტრონიდაზოლის დონის გაზრდას პლაზმაში.
5-ფლუორურაცილი: მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფლუორურაცილის კლირენსს და ამგვარად შესაძლოა გამოიწვიოს მისი ტოქსიურობის გაზრდა.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა  იყვნენ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი ან პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს, დისულფირამის მსგავსი რეაქციის გამო: წამოწითლება, პირღებინება, ტაქიკარდია.
ფსიქოზური რეაქციები დაფიქსირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლსა და დისულფირამს ერთდროულად.

პრეპარატის დოზირების რეჟიმი და მიღება:
მიღების გზები: ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია. მეტრონიდაზოლის პარენტერალური შეყვანა ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ვერ ახერხებენ პრეპარატის პერორალურად მიღებას.
დოზირების რეჟიმი: მოზრდილებში ანაერობული ინფექციის დროს მეტრონიდაზოლი შეიყვენება ინტრავენურად როგორც დარტყმითი დოზა 15მგ/კგ და 6 საათის შემდეგ 7.5 მგ/კგ ყოველ 6 საათში, ჩვეულებრივ-10 დღე (იგივე დოზირება შესაძლოა მიღებულ იქნას პერორალურად საჭიროების მიხედვით).
პოსტ-ოპერაციული პროფილაქტიკისათვის მკურნალობის კურსი მოკლეა და ლიმიტირებული პრე-ოპერაციული პერიოდით 24 საათამდე, არა უმეტეს 48 საათამდე.
მოზრდილებში მეტრონიდაზოლის პრე-ოპერაციული დოზირება არის 15მგ/კგ სხეულის წონაზე, ინფუზია უნდა გრძელდებოდეს 30-60 წუთი და უნდა დასრულდეს ოპერაციამდე 1 საათით ადრე.
ოპერაციის შემდგომ მეტრონიდაზოლის რეკომენდებული დოზაა 7,5მგ/კგ ყოველ 6 საათში.
ამებიაზი: მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა: 750მგ ყოველ 8 საათში ერთხელ, ბავშვებში 7,5მგ/კგ ყოველ 8 საათში.
მეტრონიდაზოლის მიღება არ გამორიცხავს ღვიძლის ამებოიდური აბსცესის დრენირებას.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს: ღებინებას ატაქსიით და მსუბუქი დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ორალური მუკოზიტი, გემოვნების გაუკუღმართება.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ცხელება, ანგიოშეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, კონვულსიები, თავბრუსხვევა, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, ყველა აღნიშნული მოვლენა ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ფსიქიატრიული დარღვევები: ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის: დაბნეულობა, ჰალუცინაციები.
მხედველობის დარღვევები: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევა, როგორიცაა: დიპლოპია და მიოპია.
ჰემატოლოგიური დარღვევები: აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი ფორმა, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (შექცევადი).
ღვიძლი: დაფიქსირებულია ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევა და ქოლესტაზური ჰეპატიტი.
სხვა სახის დარღვევები: დიზურია, ცისტიტი.

შენახვის პირობები:
25ºC-ზე ნაკლებ ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
100მლ-იან პლასტიკურ ჩანთებში

გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

გაყიდვის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:
ფარმაცევტული კომპანია  “დემო”
145 68 კრიონერი  ათენი, საბერძნეთი
ტელ. + 30 10 8161802, ფაქსი + 30 10 8161587

მარკეტინგის უფლების მქონე და მწარმოებელი:
ფარმაცევტული საწარმო “დემო”, 21 კმ National Road Athens-Lamina, 14568 kryoneri, Attica, საბერძნეთი, ტელ.; +30 210 8161802, ფაქსი : +30 210 8161587