კონტიქსი 20მგ #28ტ

კონტიქსი 20მგ #28ტ

კონტიქსი 20 მგ

(პანტოპრაზოლი)

 რას წარმოადგენს პრეპარატი კონტიქსი და რა მიზნით გამოიყენება იგი.

პრეპარატი კონტიქსი შეიცავს პანტოპრაზოლს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის თხემის უჯრედების მიერ წარმოქმნილი მარილმჟავას სეკრეციას. პანტოპრაზოლი ძლიერად და ხანგრძლივად აჩერებს მარილმჟავას სეკრეციას უზმოზე და ასევე სეკრეციას, რომელიც გააქტიურებულია სხვადასხვა სტიმულის მიერ, მაგ. საკვები, სტრესი. პანტოპრაზოლი მაქსიმალურად მოქმედებს პრეპარატი კონტიქსის მიღებიდან დაახლოებით 2 - 2,5 საათის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი კონტიქსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- მსუბუქი ფორმის საყლაპავის რეფლუქს-ეზოფაგიტი,

- დაავადების დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით და საყლაპავის რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობის დროს,

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულისგან დაცვის მიზნით მომატებული რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო  არასელექტურ პრეპარატებს (აასპ).

კონტიქსი საკვებთან და სასმელთან

პრეპარატი კონტიქსი პაციენტმა უნდა მიიღოს ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ზემოქმედება განაყოფიერებაზე

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 პრეპარატი კონტიქსის გამოყენების წესი.

ტაბლეტები არ დაღეჭოთ; მიირთვით ჭამამდე ერთი საათით ადრე და მიაყოლეთ სითხე სათანადო რაოდენობით, მაგ. ერთი ჭიქა წყალი.

- მსუბუქი ფორმის საყლაპავის რეფლუქს-ეზოფაგიტი

მიზანშეწონილი დოზა შეადგენს 20მგ პანტოპრაზოლს (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში.

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება 2-დან 4 კვირამდე. უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს მომდევნო 4 კვირით.

-   დაავადების დაბრუნების თავიდან აცილება და საყლაპავის რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს მიზანშეწონილი დოზა შეადგენს 20მგ პანტოპრაზოლს (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში. თუ სიმპტომები გაძლიერდა შესაძლებელია დოზის გაზრდა ორმაგად, ანუ 40 მგ პანტოპრაზოლი ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში. მწვავე სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდირებულია დოზის შემცირება პანტოპრაზოლის 20მგ-მდე, ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში.

საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი კონტიქსის გამოყენება შეიძლება ერთ წელზე მეტი ხნით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან გამომდინარე სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულისგან დაცვა მომატებული რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო  არასელექტურ პრეპარატებს (აასპ)

მიზანშეწონილი სადღეღამისო დოზა შეადგენს 20მგ პანტოპრაზოლს (ერთი ტაბლეტი).

პრეპარატის მიღება ბავშვების და მოზარდების მიერ

აკრძალულია პრეპარატი კონტიქსის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში

 პრეპარატი კონტიქსის შენახვის წესი.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

რას შეიცავს პრეპარატი კონტიქსი

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა პანტოპრაზოლი - 20 მგ (რაც ექვივალენტურია 22.6 პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატის)

გამოშვების ფორმა კონტიქსი 20 მგ N28 ტაბლეტი

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM