ქსილოიალი 10მლ თვ/წვ *

ქსილოიალი

თვალის დამატენიანებელი, ლუბრიკანტი,  აღმდგენი  ოფთალმოლოგიური ხსნარი

TSP  და ნატრიუმის ჰიალურონატი

10მლ ბოთლი

შემადგენლობა:

TSP, ნატრიუმის ჰიალურონატი, მანიტოლი, ნატრიუმის ორფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი,საინექციო წყალი

გამოშვების ფორმა:

ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი , 10მლ  ბოთლი.

რა არის ეს?

ქსილოიალი TSP -სა და ჰიალურონის მჟავის შემცველი ოფთალმოლოგიური ხსნარია. ატენიანებს და პოხავს თვალს. აქვს აღმდგენი და დამცავი ფუნქციები: ჰიალურონის მჟავა -  მუკომიმეტური თვისების მქონეა პოხავს თვალის ზედაპირს,  TSPკი აღადგენს საცრემლე აპკს, იცავს  და ინარჩუნებს  აღდგენილ მდგომარეობაში.

როდის გამოიყენება?

ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი  დაფუძნებული TSP –სა და mაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატიურმის ჰიალურონატზე,  რომელიც მიიღება ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს მუკომიმეტური თვისება,ოპტიმალურად პოხავს თვალის ზედაპირს რადგან არის  ბლანტი მოლეკულა. ასტაბილურებს  საცრემლე აპკსა  და ეფექტურად ატენიანებს თვალის ზედაპორს.

TSP არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარის(Tamarindus Indica) თესლისაგან. თვალის ზედაპირზე TSP ქმნის დამცავ აპკს რაც ხელს უწყობს საცრემლე აპკისა და თვალის ზედაპირის  ფიზიოლოგიური ბალანსის  აღდგენას. TSP-სა და ჰიალურონის მჟავას კომბინაცია ქმნის სინერგისტულ ეფქტს -აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს და იცავს თვალს გაღიზიანებისაგან, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე.ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და კონტაქტური ლინზების ტარება.

გამოყენების წესები და დოზირება

ბოთლზე ხელის მსუბუქი მოჭერით თითო წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში.საჭიროების მიხედვით რამდენიმეჯერ  ჩაწვეთება შესაძლებელია

განსაკუთრებული მითითებები  და უსაფრთხოების ზომები

  • არ გამოიყენოთ ხსნარი თუ ბოთლი დაზიანებულია
  • ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისავის
  • არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • არ გამოიყენოთ ხსნარი შეფუთვაზე  მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
  • არ შეახოთ თვალს ბოთლის  წვერი
  • ჩაწვეთების შემდეგ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამდენიმე წამში გაივლის. სასურველია დაიცადოთ სანამ მხედველობა გახდება მკვეთრი და ამის შემდეგ განაგრძოთ საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მკაფიო მხედველობას(მანქანის მართვა, ტექნიკის გამოყენება და სხვა)
  • სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
  • შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
  • პრეპარატი გამოიყენეთ გახსნიდან 30 დღის განმავლობაში

 

მწარმოებელი:

ფარმიგეა ს.პ.ა ვია გ.ბ ოლივა, 8-56121 -პიზა, იტალია

გადახედვის ბოლო თარიღი: ოქტომბერი, 2010