ქსიმელინი 1მგ/მლ 10მლ ცხვ.წვეთ

შემადგენლობა: 

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:  რაოდენობას 0,05%-ის   0,1%-ის
აქტიურ ნივთიერებებს:
დინატრიუმის ედეტატს       0,5 მგ      0,5 მგ
ნატრიუმის ჰიდროფოსფატის 
დიჰიდრატს                   2 მგ       2 მგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის 
დიჰიდრატს                   2 მგ       2 მგ
ნატრიუმის ქლორიდს         7,4 მგ      7,3 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდს
10% ბენზალკონიუმის ხსნარის 
სახით                         0,1 მგ      0,1 მგ
გასუფთავებულ ხსნარს        991,5 მგ     991,1 მგ
 
აღწერილობა
გამჭვირვალე უფერო სითხე 
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიკონგესციური საშუალება - ალფა-ადრენომიმეტიკი
ათქ კოდი: R01AA07
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსიმეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტიკური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროებას, ხსნის, ამვარად, შეშუპებას და ცხვირ-ხახას ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს. 
 
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში. 
 
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, პლაზმაში კონცენტრაციები იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა შეუძლებელია ანალიტიკური მეთოდებით.
 
გამოყენების ჩვენება
მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდო), მწვავე ალერგიული რინიტის, პოლინოზის, სინუსიტის, ევსტაქეიტის, საშუალო ოტიტის სიმპტომებით (ცხვირ-ხახას ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში. 
 
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, თირეოტოქსიკოზი, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსზე (ანამნეზში), ორსულობა,  2 წლამდე საბავშვო ასაკი (0,05% ქსიმელინისათვის); 6 წლამდე საბავშვო ასაკი ( 0,1% ქსიმელინისათვის). 
სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი, III-IV ფუნქციონალური კლასის დაძაბვის სტენოკარდია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. ლაქტაციის დროს პრეპარატი უნდა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დედისათვის სარგებელის და ბავშვისათვის რისკის შეფარდების სათანადო შეფასების შემდეგ, დაუშვებელია რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.
 
გამოყენების წესი და დოზირება
ინტრანაზალურად.
0,05% წვეთები 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2 ჯერ დღეში; არ არის რეკომენდირებულის დღეში 3 ჯერზე მეტად გამოყენება. 
0,1% წვეთები 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის: 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში (აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამეორება); არ არის რეკომენდირებულის დღეში 3 ჯერზე მეტად გამოყენება. 
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 7 დღისა.
 
გვერდითი ეფექტები
ხშირ და/ან ხანგრძლივ გამოყენებისას - ცხვირ-ხახა ლორწოვანი გარსის  გაღიზიანება და/ან სიმრალე, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის პარესთეზია, ცემინება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია.
იშვიათად - ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხდედველობის დარღვევები; დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას). 
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება გარდამავალი არტერიული წნევის დაქვეითებაში, ბრადიკარდია, სხეულის ტემპერატურის შემცირება.
მკურნალობა: სიმპტომატური.
 
ურთირეთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შეუთავსებელია მონოაქსიდაზას ინჰიბიტორებთან და ტრკიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
 
განსაკუთრებული  მითითებები
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ნესტოების გასუფთავება. 
არ არის რეკომენდირებული დამოუკიდებლად რეკომენდირებული დოზების გადაჭარბება და პრეპარატის 7 დღეზე მეტი დროის მანძილზე  გამოყენება. თუ ამ პერიოდის შემდეგ სიმპტომი ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
 
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობების მართვის უნარზე
პრეპარატი რეკომენდირებული დოზებით არ მოქმედებს  სატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობების მართვის უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 
 
გამოშვების ფორმა.
0,05% და 0,1% ნაზალური წვეთები.
10 მლ პრეპარატი ფლაკონ-საწვეთურში დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან. ფლაკონს აფარებენ პოლიპროპილენის ხრახნიან სახუფს, 1 ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში. 
 
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ