ლაქტულოზა
Lactulose
Lactulose
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - Lactulosum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საფაღარათო საშუალებები; ოსმოსური თვისებების მქონე
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
7.5გ/15მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონში
სიროფის 15მლ შეიცავს:
ლაქტულოზა 7,5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ხენდროს არომატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ლაქტულოზა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტულოზას, რომელსაც გააჩნია საფაღარათე მოქმედება. ლაქტულოზა მიეკუთვნება ლაქტაზის წაროებულ სინთეზურ შაქრებს. ის არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იშლება მხოლოდ კოლინჯში, ნაწლავის ბაქტერიებით. ეს იწვევს წყლის შეკავებას და განავლოვანი მასების გათხელებას. ახდენს ნაწლავების პერისტალტიკის აქტივაციას. ამის გარდა ლაქტულოზა ამცირებს ამიაკის შეწოვას და სისხლში მის კონცენრაციის შემცირებას. ლაქტულოზის მოქმედება იწყება პრეპარატის დოზის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ
ჩვენებები
- ქრონიკული ყაბზობა
- დისბაქტერიოზი
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
ყაბზობა:
მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე
3 წელზე უფროსი ბავშვები
დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
3 წლამდე ბავშვები
დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
ჩვილები
დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.
ღვიძლის ენცეფალოპათია
მოზრდილები
120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.
პრეპარატი მიღების წინ უნდე შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
მიღების წესები და დოზები
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, მაშინ
ყაბზობა:
მოზრდილები: საწყისი დოზა ძირითადად არის (პირველი სამი დღე) 45მლ (სამი სუფრის კოვზი) სიროფი დღეში. მიიღება ერთჯერადად ვახშმის წინ ან 15მლ (1 სუფრის კოვზი) დღეში სამჯერ ჭამამდე. შედეგის მიღწევის შემდეგ, იხმარება შემანარჩუნებელი დოზა 15მლ (ერთი სუფრის კოვზი), უზმოზე
3 წელზე უფროსი ბავშვები
დასაწყისში 5-15მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
3 წლამდე ბავშვები
დასაწყისში 5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
ჩვილები
დასაწყისში 2,5მლ სიროფი დღეში, დოზა შეოიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში შედეგის მიღწევამდე.
მუცლის შებერვის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ასატან ნორმამდე.
ღვიძლის ენცეფალოპათია
მოზრდილები
120-180მლ სიროფი დღეში 3-4 მიღებაზე
ღვიძლის ენცეფალოპათიიის დროს გამოყენებულმა პრეპარატის მაღალმა დოზებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3-ჯერ.
პრეპარატი მიღების წინ უნდე შეერიოს წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება ლაქტულოზის 0,2%, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენების საწყის ეტაპზე, პაციენტების დააახლოებით 20%-ში ვითარდება მუცლის შებერვა, აირების წარმოქმნა და ნაწლავთა სპაზმები, ბოყინი, მუცლის არეში დისკომფორტი,. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.
ლაქტულოზის მაღალი დოზები იწვეს ფაღარათს, სითხის კარგვას, ჰიპერნატრიემიას (შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება), ჰიპოკალიემიას (შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება) და იშვიათ შემთხვევებში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს.
იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას და ღებინებას.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტზე, ნაწლავთა გაუვალობა, გალაქტოზემია.
უსაფრთხოების ზომები
ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, საჭიროა პლაზმაში ელექტროლიტების (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული კონტროლი. პრეპაარატი შეიცავს ლაქტოზის და გალაქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას, ამის გამო შაქრიანი დიაბეტის და ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზირება
ლაქტულოზის ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს: ფაღარათი, სპაზმები მუცლის არეში. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომური თერაპიის დაწყება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ამცირებს pH-ს, შეუძლია შეასუსტოს იმ პრეპარატების მოქმედება, რომელთა გამოთავისუფლება დამოკიდებულია კოლინჯის pH- ზე.
ლაქტულოზის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება შეამციროს შრატში კალიუმის კონცენტრაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ ინახება სიცივეში. გაყინვა არ შეიძლება.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვადა 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
შპს აფლოფარმი
პოლონეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში