ლოტეგრა
LOTEGRA
LOTEGRA
სავაჭრო სახელწოდება:
ლოტეგრა
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
დესლორატადინი, Desloratadine
წამლის ფორმა:
გარსით დაფარული მრგვალი ფორმის ცისფერი ტაბლეტი ერთ მხარეს ამოტვიფრული ასო ”D”
შემადგენლობა:
გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი – 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის ოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ჟელატინიზირებული სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, თუთიის სტეარატი, FD & C Blue №2 aluminium lake, ჰიპრომელოზა 4000 CR
ათქ კოდი: R06AX27.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოდინამიკა:
ლოტეგრას გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი წარმოადგენს H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედაციურ მოქმედებას. პერორალური მიღებისას დესლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) ავლენს პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების შერჩევით ბლოკირებას. იგი თრგუნავს ციტოსტატიკურ რეაქციათა კასკადს: ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოყოფას, მათ შორის ინტერლეიკინ-4-ის, ინტერლეიკინ-6-ის, ინტერლეიკინ-8-ის, ინტერლეიკინ-13-ის, RANTES ტიპის ანთების საწინააღმდეგო ჰემოკინების გამოყოფას, ასევე თრგუნავს სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიროფილებით, თრგუნავს ეოზინოფილების ადგეზიასა და ჰემოტაქსისს, ადგეზიის მოლეკულათა ექსპრესიას, მათ შორის R-სელექტინის, IgE-შუალედური ჰისტამინის და D2 პროსტაგლანდინისა და C4 ლეიკოტრიენის გამოყოფას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატს ახასიათებს კარგი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 27 საათს შეადგენს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (დოზის დიაპაზონი მერყეობს 5 მგ-დან 20 მგ-მდე). იგი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
გამოყენების ჩვენება:
- სეზონური პოლინოზი და ქრონიკული ალერგიული რინიტი
- ალერგიული კონიუნქტივიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და ჰიპერემიის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით)
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები
- ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირებისა და გაქრობის მიზნით)
დოზირების რეჟიმი:
ლოტეგრა ინიშნება პერორალურად 5 მგ ერთხელ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, დაუღეჭავად, დააყოლეთ წყალი.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა თავის ტკივილი.
იშვიათად პირის სიმშრალე, სისუსტე
უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა დესლორატადინის მიმართ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
კვლევამ აჩვენა, რომ დესლორატადინის კეტოკონაზოლთან და ერითრომიცინთან ერთად მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს.
საკვებთან ერთად მიღება ორგანიზმში დესლორატადინის განაწილებაზე გავლენას არ ახდენს.
დესლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარობის მწვავე ფორმის დროს.
გამოყენება პედიატრიაში:
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
დესლორატადინი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ისეთ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 5მგ, შეფუთვაში გარსით დაფარული 10 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30ºС-მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
მწარმოებელი:
“ფარმასაიანს”. ინკ (კანადა)
მისამართი: 6111, როიალმაუნთსუიტის ავენიუ, მონრეალი, კვებეკი H4P 2T4. კანადა
წარმოებულია:
სს ჯი-პი-სი-ს დაკვეთით
მისამართი: 0108, სანაპიროს ქ №6. თბილისი, საქართველო.