შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები 250 მგ
ეიკოზაპენტაენის მჟავა 40 მგ
დოკოზაჰექსაენის მჟავა 26 მგ
გულყვითელას ექსტრაქტი (თაგეტეს ერეცტა) 60 მგ
20% ლუთეინი და 4% ზეაქსანტინი
ლუთეინი 12 მგ
ზეაქსანტინი 2,4 მგ
ვიტამინი C 30 მგ
თუთია 7,5 მგ
ვიტამინი E (ალფა ტოკოფეროლი) 3,35 მგ
გლუტათიონი 1 მგ
სპილენძი 500 მკგ
სელენი 25 მკგ
შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს:
გულყვითელას ანტოციანებს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს და ლუთეინს.
ნატურალური ანტიოქსიდანტები აფერხებენ ოქსიდაციური სტრესის შედეგად გამოყოფილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას თვალის ქსოვილებზე.
ლუთეინი ბადურასა და მაკულაში პასუხისმგებელია მხედველობის ხარისხზე, აძლიერებს ბადურას და მოქმედებს როგორც ბუნებრივი UV ფილტრი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლუტექსი ომეგა 3 მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
გულყვითლას ექსტრაქტის ანტოციანები და ანტიოქსიდანტები:
• ხელს უწყობენ პიგმენტ როდოფსინის სინთეზს
• აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას
• აუმჯობესებენ სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს
• თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას
• ხელს უშლიან კატარაქტის განვითარებას
• ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას (სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს)
• ხელს უწყობენ თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების არსებობა თვალის ბადურა გარსის უჯრედებში, სისხლძარღვების კედლებში და ნერვულ ბოჭკოებში აუცილებელია მხედველობის მაღალი სიმახვილისთვის. ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტების მდგომარეობას.
ლუთეინი:
• იცავს ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებისაგან
• იცავს თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისაგან, რითაც აფერხებს კატარაქტის განვითარებას
• მოქმედებს როგორც ბუნებრივი UV ფილტრი
ჩვენება:
ლუტექსი ომეგა 3 გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
• საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია
• შეძენილი ჰემერალოპია
• დიაბეტური რეტინოპათია
• სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა
• ბადურის მაკულარული დისტროფია
• ბადურის პიგმენტური დეგენერაცია
• კატარაქტა
• გლაუკომა
• პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა
• კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა
• მზეზე ხანგრძლივად ყოფნა
დოზირება:
1 კაფსულა დღეში
გაფრთხილება:
• არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია