მბე #60კაფს

მბე
(მაგნიუმის ოქსიდი+ვიტამინი B6+ვიტამინიE)


       
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
მაგნიუმის ოქსიდი   150,0მგ
ვიტამინი B6           6,0მგ
ვიტამინი E            200,0ერ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინები,

გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულები

ჩვენება:
მაგნიუმის და ვიტამინი B6-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით პაციენტებში სტრესით, დაუძლურებულ მდგომარეობაში და მწეველებში.
 
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით _ 1 კაფსულა ერთხელ დღეში.
უკმარისობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, ან როგორც დანიშნავს ექიმი. 

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ჰიპომაგნეზემია, თირკმელების უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გარდამავალი მიასთენია, ჰიპერტონული დაავადება, L-DOPA-თი მკურნალობა პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე.

გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე:
შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჰიპერლიპიდემია, ამცირებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაგნიუმის პერორალური გამოყენება ამცირებს რკინის პრეპარატების, პერორალური ანტიკოაგულანტის ვარფარინის წარმოებულების  შეწოვას. პრეპარატს შეუძლია იმოქმედოს როგორც ვიტამინი K-ს ანტაგონისიტმა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელბიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატები ამცირებენ ვიტამინი E-ს მოქმედების ეფექტს. ამიტომ რეკომენდებულია რამოდენიმე საათიანი ინტერვალის დაცვა მბე-ს და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი ამ პერიოდში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-25ºC, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
4 ბლისტერი 15 კაფსულით, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
HASCO-LEK
POLAND