მაალოქსი 800მგ #40ტ

მაალოქსი 800მგ #40ტ

მაალოქსი
საღეჭი ტაბლეტები
(MAALOX)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროჟანგი).........................400 მგ
მაგნიუმის ჰიდროჟანგი.........................400 მგ

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 250 მლ
15 მლ
ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროჟანგი).................................525 მგ
მაგნიუმის ჰიდროჟანგი......................600 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის ჰიდროქსიდის სუსპენზია
მაგნიუმის ჰიდროქსიდის ექვივალენტური.....................4 გ
ალუმინის ჰიდროქსიდის სუსპენზია ალუმინის ჰიდროქსიდის  ექვივალენტური..........3.5 გ
კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა..............................0.12 მლ
ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი...................0.065 გ
პიტნის ეთერის ზეთი........................................0.0126 გ
დ – მანიტოლი........................................0.25 გ
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი............................0.1 გ  
პროპილ  პარაჰიდროქსიბენზოატი................0.05 გ
ნატრიუმის საქარინი...................................0.028 გ
სორბიტოლი 70% (არაკრისტალური)..........................1.429 გ
გაწმენდილი წყალი................................100 მლ

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: პაკეტში 15 მლ, შეფუთვაში 30 ც.
15 მლ ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროჟანგი)......................525 მგ
მაგნიუმის ჰიდროჟანგი..............................600 მგ
სხვა ინგრედიენტები:
მაგნიუმის ჰიდროქსიდის სუსპენზია
მაგნიუმის ჰიდროქსიდის ექვივალენტური........................600 მგ
ალუმინის ჰიდროქსიდის სუსპენზია
ალუმინის ჰიდროქსიდის ექვივალენტური.......................525 მგ
კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა......................0.018 მლ
ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი......................9.82 მგ
პიტნის ეთერის ზეთი...............................................1.89 მგ
დ – მანიტოლი................................................37.5 მგ
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი.............................15 მგ  
პროპილ  პარაჰიდროქსიბენზოატი...................7.5 მგ
ნატრიუმის საქარინი...............................................4.215 მგ
სორბიტოლი 70% (არაკრისტალური)..........................214.3 მგ
გაწმენდილი წყალი.........................................15 მლ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტაციდური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის კარგად ბალანსირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალიზებელ თვისებას და პროტექტორულ ეფექტს.
პრეპარატს ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და კარგი გემო. მაალოქსი არ იწვევს შეკრულობას. გამოიყენება, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებისას. მაალოქსი რამოდენიმე საათით აყუჩებს ტკივილს საჭმლისმომნელებელი  ტრაქტის ზედა ნაწილებში.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, საყლაპავის თიაქარი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის დისკომფორტი დიეტის დარღვევის, წამლის მიღების, ყავის, ნიკოტინის და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

დოზირების რეჟიმი
მაალოქსი ძირითადად ენიშნებათ ჭამიდან 1-1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის შემთხვევაში.
მაალოქსს იღებენ 1-2 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებელია ტაბლეტის დაღეჭვა, ან პირში გაჩერება მის სრულ გახსნამდე.
მაალოქსი სუსპენზიის სახით მიიღება 15-15 მლ (1 სუფრის კოვზი ან 1 პაკეტი). ხმარების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ან პაკეტი თითებით დაისრისოს რათა სუსპენზია გახდეს ჰომოგენური.პაკეტის შიგთავსი გადააქვთ კოვზზე ან პირში.
- ბავშვებს 4 თვიდან 1 წლამდე: ½1/2 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე;
- ბავშვებს 1 წლის ზევით: 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი დოზის მიღება წინა მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 მიღებისა დღეში.

გვერდითი მოვლენები
დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

უკუჩვენებები
თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
მაალოქსი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას., რადგანაც მონაცემები პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფისა არ არსებობს, ძუძუთი კვების დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღება რეკომენდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პერორალურად მიღებისას მაალოქსის კომბინაცია ინდომეტაცინთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან (და სხვა სალიცილატებთან), H2-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ამინაზინთან, დიფლუნიზალთან, იზონიაზიდთან, ფენიტოინთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებთან, ფოსფორშემცველ პრეპარატებთან აქვეითებს მათი აბსორბციის პროცესს.
მაალოქსის მიღება რეკომენდებულია ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე, ან მათი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 8-15°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

Sanofi-Aventis