მაკმირორი 200მგ #20დრ

მაკმირორი 200მგ #20დრ
მაკმირორი
დრაჟე

შემადგენლობა
ერთი დრაჟე შეიცავს ნიფურატელს 200მგ და დანამატებს: ამიდონი, მაკროგოლ 6000, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, აკაციის ფისი, შაქარი, მაგნიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ceara E

ფარმაცევტული ჯგუფი:
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური.

თერაპიული ჩვენებები:

ვულვოვაგინალური ინფექციები გამოწვეული პათოგენური მიკროორგანიზმებით: ბაქტერია, ტრიქომინა, სოკო.
საშარდე გზების ინფექციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნიფურატელის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება:
პრეპარატის გამოყენებისას თავი აარიდეთ სქესობრივ კონტაქტს.

ურთიერთქმედება:
მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:
რადგან პრეპარატი შეიცავს შაქარს მისი მიღება არ არის რეკომენდირებული იმ პირების მიერ, რომლებიც არ არიან ტოლერანტულები გალაქტოზას მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პირველ ტრიმესტში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობისას, თუ თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ფეტუსის პოტენციურ რისკს. მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა მართვის უნარზე და მექანიზმების გამოყებენაზე
პროდუქტი არ ახდენს გავლენას პაციენტის მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

დოზირება და მიღება
ვაგინალური ინფექციები:
მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს ნიფურატელის 200მგ (დრაჟე) 3ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში ორივე პარტნიორისათვის.

საშარდე გზების ინფექციები:
მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600-1200 მგ ნიფურატელს (3-6 დრაჟე) 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში არმოცენდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობები და კანზე გამონაყარი.

დოზის გადაჭარბება

ამ დროისათვის არ არის ცნობები.

შენახვის პირობები
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ 15-200ჩ ტემერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:
2 ბლისტერი, 10 დრაჟე თითოეულზე.

მწარმოებელი
DOPPEL FARMACEUTICI SRL, იტალია

სავაჭრო უფლების მფლობელი
Polichem SA;
Via Calprino, 18, 6900 Lugano, Elvetia

არ უნდა მიეცეს ბავშვს, რომელიც არატოლერანტულია ლაქტოზას მიმართ. ეს არის იშვიათი შემთხვევა.