შემადგენლობა: 1 (დოზირებული) ჩაის კოვზი შეიცავს
ვიტამინების და მინერალების კომპლექსი, ბეტა გლუკანი (10 მგ.), ბიოფლავონოიდები (9 მგ.)
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტაგლუკანი, ბიოფლავონოიდები - ბეტაგლუკანი უნიკალური და სრულიად უსაფრთხო კომპონენტია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად. თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე უძლიერესი იმუნომოდულაციური საშუალებაა. ასევე მას გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ვიტამინ C-თან და ბიოფლავონოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც თავად ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდაციური საშუალებებია, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისთვის. პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის. ვიტამინები D და Ca აუცილებელია ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.
ჩვენებები: ჰიპო და ავიატამინოზები, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში, კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან ამცირებს ინფექციური პროცესის სიმწვავეს. ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.
გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს.
ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
დოზირება: 1 წლიდან ბავშვებში 1-2 დოზირებული კოვზი დღეში ერთხელ (კოვზი მოთავსებულია პრეპარატის მუყაოს კოლოფში).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი