მელატონინი 3მგ #30კაფს

მელატონინი 3მგ #30კაფს


მელატონინი ლაროფარმი / Melatonin Laropharm


  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Laropharm Pharmaceutical Industry
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
  • გამოშვების ფორმა: 3 მგ კაფსულა№30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს 3 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

  • წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს. 
  • პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
  • აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

ჩვენება: 

მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:

  • უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
  • ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
  • საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
  • ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

მიღების წესი და დოზირება:

მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში

პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე

სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე

ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი

ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.

სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება:

არ არის დაფიქსირებული.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:

პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

შენახვის პირობები:

გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25C- მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისანობის ვადა:

3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.