მულტი-ტაბსი პერინატალი
Multi-tabs Perinatal
Multi-tabs Perinatal
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #60
ყოველი გარსგადაკრული ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 800 mkg≈2666ME
ვიტამინი D (კოლეკალციფეროლი) 5 mkg≈200ME
ვიტამინი E (D - a - ტოკოფეროლის აცეტატი) 10 mkg≈14,90ME
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) 2,1 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 2,4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 3 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 2 მკგ
ნიკოტინამიდი 27 მგ
პანტონტენის მჟავა 9 მგ
ფოლიუმის მჟავა 400 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 90 მგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი) 160 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 14 მგ
თუთია (თუთიას ოქსიდი) 15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) 2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2,5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 50 მკგ
სელენიუმი (ნატრიუმის სელენატი) 50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციების შემდგენლობაში :
საქაროზა, ჟელატინი, სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, მალთოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.
შემავსებლები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის დიჰიდრატის ორჩანაცვლებული ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსსკარნელოზა, მეთილცელულოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, უწყლო კოლოიდის სილიკოგელი, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გაწმენდილი წყალი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის დიოქსიდი, რიბოფლავინი, ტალკი.
აღწერა:
ორმხრივად ამობურცული, ოვალური, ყვითელი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში მყოფი ვიტამინებით და მინერალებით. ორსული და ძუძუთი კვების პერიოდში ქალების არასაკმარისი უზრუნველყოფა ვიტამინებითა და მინერალებით ვნებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას და წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობის, თანდაყოლილი მანკების, ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზეს. მულტივიტამინების მიღება ჩასახვის პერიოდში ამცირებს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტების, ნაადრევი მშობიარობის და დაბადებისას დაბალი წონის საშიშროებას 50%-ით და აუმჯობესებს დედის ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. პოლივიტემინები და მულტიმინერალები ზრდიან იმუნური რეაქციებისა და ნივთიერებათა ცვლის აქტივობას.
B ჯგუფის ვიტამინები (ფოლის მჟავა, ვიტამინები B6 და B12) მოქმედებენ სისხლში ჰომოცისტეინის დონეზე - სისხლძარღვების დაავადებებისა და ორსულობისას გართულებების განვითარების რისკფაქტორი (გესტოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია, ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი). ამ ვიტამინების დამატებითი მიწოდება იწვევს სისხლში ჰომოცისტეინის დაქვეითებასა და ნორმალიზაციას. ფოლის მჟავის დეფიციტი ორსულებში წარმოადგნეს ნაადრევი მშობიარობის განვითარების, პლაცენტის ნაწილობრივი, ან სრული ჩამოშლის, სპონტანური აბორტის, ან მკვდრადშობადობის საწყის ფაქტორს. ზრდის ნაყოფის თანდაყოლილი მანკების საშიშროებას, კერძოდ ნერვული მილის დეფექტების, ჰიდროცელაფიის, ანენცეფალიის, ტვინის თიაქარის რისკს.
ორსულობის პერიოდში იოდის ოპტიმალური რაოდენობა აუცილებელია როგორც ნაყოფის ნერვული, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების ფორმირებისათვის, ასევე ჰორმონალური ბალანსის მხარდასაჭერად. იოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველსა და მეორე ტრიმესტრებში - ნაყოფის ორგანოებისა და სისტემების ფორმირების პერიოდი, ფარისებრი ჯირკვალის ჩათვლით.
ცინკი აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ხელსუწყობს ინსულარული აპარატის ფუნქციურ მდგომარეობას, ამცირებს საშოში ყოფნისას ანომალიების განვითარების საშიშროებას.
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, სელენი იცავს იმუნურ სისტემას, ეწინააღმდეგება თავისუფალი რადიკალების, რომლებიც ვნებენ ორგანიზმს, წარმოქმნას.
ჩვენებები
- ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
- ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით გამოწვეული ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
მულტი-ტაბს პერინატალის მიღებისას არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ მოხდეს დოზის გადაჭარბება. არ გადააჭარბოთ მითითებული დღიური დოზა.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს +25ºC.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
2 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფეროსან ა/ს
დანია