ნეოპერტუსინი
Neopertussinum
Neopertussinum
შემადგენლობა:
ბეგქონდარას ბალახი; ნატრიუმის ან კალიუმის ბრომიდი; შაქრის სიროფი; ეთილის სპირტი 96%; ეთილის სპირტი 40%; სორბინის მჟავა;
ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს (რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენება:
ზედა სასუნთქი გზების კატარი; ბრონქიტი; ტრაქეიტი; ყივანახველა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი;
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად.
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4_ჯერ დღეში საკვების მიღების წინ;
ბავშვებში: 1-დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გამოშვების ფორმა:
130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად;
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.