ნეორუბინი #20კაფს (ნეოფ)

ნეორუბინი
Neorubini


შემადგენლობა:
ენდროს ძირები;  გვირილას ზეთი; ასკილის მშრალი  ექსტრაქტი;

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი და ოქსიმეთილანტრაქინონებს და მათ გლიკოზიდებს (ძირითადად რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენება:

> თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
> ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
> პოდაგრა.

უკუჩვენება:

> მწვავე და ქრონიკული გლუმერულონეფრიტი;
> თირკმლების უკმარისობა.
> მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

მიღების წესი  და დოზირება:

პერორულად: მოზრდილებში 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს 4-6 კვირის შემდეგ.
შენიშვნა: ნეორუბინის კაფსულების ხმარებისას შარდი იღებს წითელ ფერს (ალიზარინისა და რუბერეთრინის მჟავის შემცველობის გამო).

გამოშვების ფორმა:
  10  კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი თავსდება  მუყაოს კოლოფში.


ვარგისიანობის ვადა:
  2 წელი.


გაცემის წესი:
  ურეცეპტოდ.


შენახვის პირობები:
ინახება 18_25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.