ნეოსპირინი+ვიტ C #10ტ

ნეო-სპირინი + C
NEO-SPIRINUM+  C
შუშხუნა ტაბლეტები
 

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აცეტილსალიცილმჟავა  _ 400 მგ;
ასკორბინის მჟავა       _ 240 მგ;  
ფორთოხლის არომატიზატორი _ 30 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სვიტლი, პეგი _ საჭირო რაოდენობა 2,0გ მასის ტაბლეტის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აცეტილსალიცილის მჟავა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი მოქმედება. ასკორბინის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ.
                            
ჩვენება:
გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადებები (ტემპერატურისა და ტკივილის მოსახსნელად, ორგანიზმის სტატუსის გასაძლიერებლად).                           
                           
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში _ კუჭ_ნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები, ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია,  კუჭის და თორმეტგოჯას ქრონიკული დაავადებები, სისხლდენისადმი მომეტებული მიდრეკილება, ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნა.

შენიშვნა:
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში.
“ნეოსპირინი+C”_ს ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.

მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში. მოზარდებში 15 წლიდან: 3/4-1 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალისგან დამზადებულ ტუბში მჭიდროდ მორგებული თავსახურით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
 
ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.