ნეროქს-B
NEROX-B
NEROX-B
საერთაშორისო დასახელება - thiamine, pyridoxine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A11DB
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები B1 და B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელი კატალიზატორების როლში გვევლინებიან ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში. ვიტამინი B1 არის ნახშირწყლოვანი ცვლის კოფერმენტი. ნახშირწყლების დაჟანგვის გზით იგი უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიით. თიამინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის მეტაბოლიზმში და მონაწილეობს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებაში. ვიტამინი B6 ამინომჟავების მეტაბოლიზმს აკავშირებს ნახშირწყლების, ცხიმების მეტაბოლიზმთან და ენერგიის ცვლის პროცესებთან. ვიტამინი B6 თამაშობს კოფერმენტის როლს დეკარბოქსილირების და ტრანსამინირების პროცესებში, ასევე მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინისა და ამინომჟავების ცვლაში. პირიდოქსინი აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, მონაწილეობს ისეთი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, როგორიცაა, ნორეპინეფრინი, 5- ჰიდროქსიტრიპტამინი, გამა-ამინოერბოს მჟავა. ასევე აუმჯობესებს ნივთირებათა ცვლის პროცესებს ნერვულ სისტემაში, ღვიძლში, კანში და სხვა ორგანოებში.
ჩვენებები
ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, ალკოჰოლური და დიაბეტური ნეიროპათია, ორსულთა ნევრიტი, ართრიტი, ართრალგია, სინოვიტი, ლუმბაგო, მიალგია, კრუნჩხვები, ტკივილი რევმატოიდული მდგომარეობის დროს. ბერი-ბერის, ვერნიკეს, კორსაკოვისა და Dellirium tremens- ის სინდრომები, იდიოპათიური და სენილური (მოხუცთა) ტრემორი, ხშირი ღებინება სხივური თერაპიის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ორსულობის დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ და კონტრაცეპტივების მიღების დროს, ვიტამინები B1 და B6 დეფიციტით განპირობებული სისუსტე, ისეთი კლინიკური ჩივილების დროს, როგორიცაა, ცუდი მეხსიერება, ნევროზი, უმადობა, სისუსტე, პარესთეზიები და ტკივილები კიდურებში, შემცივნება, გულის ფრიალი, დისპეფსიური მოშლილობები, ყაბზობა, დიარეა.
მიღების წესები და დოზები
თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება: მოზრდილებში სამკურნალო დოზა 2-3 ტაბლეტი დღეში; მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზა 1 ტაბლეტი დღეში.
უკუჩვენება
უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინი B6 ლევოდოფას ანტაგონისტია და ამიტომ ის უკუნაჩვენებია პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლევოდოფათი.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება: მოზრდილებში სამკურნალო დოზა 2-3 ტაბლეტი დღეში; მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზა 1 ტაბლეტი დღეში
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ: 250 მგ. B1+250 მგ B6: 20 ც.
მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი