ნიფედიპინი 10მგ #30ტ (თბ)

ნიფედიპინი 10მგ #30ტ (თბ)

წამლის ფორმა:
დრაჟე
შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს 10 მგ ნიფედიპინს
და დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა                        0.0605გ
სახამებელი                      0.02245გ
მაგნიუმის სტეარატი           0.001გ
პოლივინილპიროლიდონი     0.00605გ
შაქარი                            0.03გ
მაგნიუმის კარბონატი          0,007გ
ტალკი                            0.00047გ
ტიტანის დიოქსიდი            0.0002გ
აეროსილი                       0,0001გ
FD&C Yellow No.5 E 102     0.0001გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

II კლასის კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიფედიპინი აფერხებს კალციუმის შესვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რითაც განპირობებულია მისი ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ღვიძლში ბიოქიმიური გარდაქმნის შემდეგ წარმოიქმნებიან არააქტიური მეტაბოლიტები. ცილებთან შეკვრის ხარისხი შეადგენს 92-98 %. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. მეტაბოლიტების 20 % გამოიყოფა ნაწლავებით, ხოლო დანარჩენი თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:
სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (ვაზოსპაზმური სტენოკარდიის ჩათვლით) ცალკეულ შემთხვევებში სტენოკარდიის შეტევის მოხსნა. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები; რეინოს დაავადება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

დოზირების რეჟიმი:
ინდივიდუალური. ხშირ შემთხვევაში საწყისი დოზაა 10 მგ 3-4 ჯერ დღეში. საჭიროებისას დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 20 მგ-დე 3-4 ჯერ დღეში. ჰიპერტონული კრიზის და აგრეთვე სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად შეიძლება 1 ან 2 ტაბლეტის დაღეჭვა.

გვერდითი მოვლენები:
კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი იშვიათად_ ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოხატული გაძლიერება. გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:
არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, კარდიოგენური შოკი, გულის უკმარისობა, აორტალური სტენოზი, მომატებული მგრძნობელობა ნიფედიპინზე.

ორსულობა და ლაქტაცია:
ნიფედიპინის უსაფრთხოება ამ პერიოდში სრულყოფილად შესწავლილი არ არის. ამიტომ ორსულობის დროს არ არის რეკომენებული აღნიშნული პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:
ნიფედიპინი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ბავშვებში გამოყენება:
ნიფედიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის სრულად შესწავლილი ბავშვთა ასაკში ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული პედიატრიული პაციენტებისთვის


პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ერთდროულ გამოყენებისას ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, ნიტრატებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან აღინიშნება ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროულ დანიშვნისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.
ციმეტიდინთან და რანიტიდინთან ერთდროულ გამოყენებისას მატულობს ნიფედიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას. შეფუთვაზე მითითებულ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ დაიშვება.
ვარგისობის ვადა 5 წელი
გაცემის რეჟიმი: მხოლოდ ექიმის რეცეპტით
გამოშვების ფორმა: 30 დრაჟე ბლისტერში და მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”
საქართველო. ტელ: 2 109916