ნიფურომედი 220მგ/5მლ 100მლ სუს

ნიფურომედი 220მგ/5მლ 100მლ სუს

ნიფურომედი

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნიფურომედი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიფუროქსაზიდი

ქიმიური დასახელება: N-(ნიტროფურფუროლიდენი)-4-ჰიდრაზიდი

p-ჰიდროქსიბენზონურიმჟავა

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია

აღწერა: ღია ყვითელი ფერისსუსპენზია, ტკბილი, ბანანის არომატით; შენახვისას შესაძლებელია ნალექის გამოყოფა, მაგრამ შენჯღრევის შემდეგ უბრუნდება ერთგვაროვანი სუსპენზიის მდგომარეობას.

შემადგენლობა:5 მლ სუსპენზია შიგნით მისაღებად შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას ნიფუროქსაზიდს 220 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანი,მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ბანანის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული პრეპარატი ნაწლავების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

АТC კოდი: A07AX03

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოქმედების ფართო სპექტრის ანტიმიკრობული  საშუალება, ნიტროფურანის წარმოებული. ბლოკავს დიჰიდროგენაზის აქტივობას და ახშობს სუნთქვის ჯაჭვებს, ტრიკარბონური მჟავებს და რიგ სხვ. ბიოქიმიურ პროცესებს მიკრობულ უჯრედში. შლის მიკრობული უჯრედის მემბრანას, აქვეითებს ტოქსინების პროდუქციას მიკროორგანიზმებით. ააქტიურებს იმუნიტეტს: ზრდის ფაგოციტოზს და კომპლემენტის ტიტრს. ეფექტურია გრამდადებითი (Staphylococcusspp., Streptococcusspp., Haemophilusinfluenzae)და გრამუარყოფით (Salmonellaspp., Klebsiellaspp., Enterobacterspp., Wscherichiacoli, Shigellaspp., Proteusspp.) მიკროორგანიზმების მიმართ. არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორის წონასწორობას. მწვავე ბაქტერიული დიარეის დროს აღადგენს ნაწლავების ეუბიოზს. ენტეროტროპული ვირუსების ინფიცირებისას ხელს უშლის ბაქტერიული სუპერინფექციის განვითარებას.

პერორალური მიღების შემდეგ, პრაქტიკულად არ შეიწოვება საჭმლის მონელების ტრაქტიდან, ნაწლავებში მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაციის წარმოქმნით. ასეთი ფარმაკოკინეტიკური თავისებურებების წყალობით, პრეპარატი ავლენს ენტერალურ ანტისეპტიკურ მოქმედებას, არ გააჩნია სისტემური ანტიბაქტერიული აქტივობა, არ იწვევს ზოგადტოქსიკურ ეფექტებს; ორგანიზმიდან გამოიყოფა განავალთან ერთად. პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის ანალიზის კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე.

ჩვენებები გამოყენებაზე

- პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ინფექციის დიარეის მკურნალობა;

- ქრონიკული კოლიტებისა და ენტეროკოლიტების კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენება:

პრეპარატი უკუნაჩვენებია რომელიმე კომპონენტის მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-ინტრაფურანის წარმოებულებზე. 2 თვემდე ბავშვთა ასაკი, უდღეური ბავშვები.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი დანიშნულია შიგნით მისაღებად. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

დოზები ბავშვებისათვის:

2-დან 6 თვემდე - 2,5 მლ, 2-ჯერ დღე-ღამეში,

6 თვიდან 6 წლამდე - 5 მლ, 3-ჯერ დღე-ღამეში.

6 წელზე მეტი - 5 მლ, 4-ჯერ დღე-ღამეში,

დოზები უფროსებისათვის - 5 მლ, 4-ჯერ დღე-ღამეში.

2,5 მლ ნიფურომედი შეიცავს 110 მგნიფუროქსაზიდს.

5 მლ ნიფურომედი შეიცავს 220 მგნიფუროქსაზიდს.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დროის თანაბარი დაშორებით, საკვების მიღებაზე დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

გვერდითი მოქმედებები:

ნიფურომედი კარგად ასატანია, პრაქტიკულად არ ავლენს გვერდით მოქმედებებს, მხოლოდ იშვიათად შეიძლება წარმოიშვას მუცელში დროებითი ტკივილი, გულისრევა, დიარეის გაძლიერება. ეს სიმპტომები არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეჩერებას.

ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (ქოშინი, კანის გამონაყარი, ქავილი), რომელიც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ნიფურომედით მკურნალობის დროს, უნდა ერიდოთ სხვა პერორალური საშუალებების ერთდროულ გამოყენებას, პრეპარატის ძლიერი ადსორბული თვისებების გავლით. ვინაიდან ნიფუროქსაზინი არ ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ურთიერთმოქმედება სისტემურ პრეპარატებთან ნაკლებად შესაძლებელია.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

სიფრთხილისა და გაფრთხილების ზომები:

ნიფურომედით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელების მიღება იმიტომ, რომ ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და შეიძლება მოახდინოს დისულფირამომსგავსი რეაქციის პროვოცირება, გამოხატული დიარეის, ღებინების, მუცლის ტკივილის, კანის გაწითლების, სახესა და ტანის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნების, თავში ხმაურის, სუნთქვის გაძნელების, ტაქიკარდიის, შიშის შეგრძნების გამწვავებით.

პრეპარატი არ ინიშნება როგორც მონოთერაპია სეპტიცემიით გართულებული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ. გაუწყლოვნების სიმპტომების არსებობისას, კომპლექსურად მკურნალობასთან ერთად საჭიროა რეგიდრატაციული თერაპიის ჩატარება (დიდებს - დაახლოებით 2 ლიტრი სითხე დღე-ღამეში). მკურნალობის დროს საჭიროა განსაზღვრული დიეტის დაცვა: არ გამოიყენოთ უმი ხილი და ბოსტნეული, წვენები, საჭმლის მონელებისათვის მწარე და მძიმე კერძები.

თოთო ბავშვებისთვის სუსპენზიის დანიშვნამდე, აუცილებლად გამოირიცხოს საქაროზის დამშლელი ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტი.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:

არ არსებობს მონაცემები ნაყოფზე უარყოფითი გავლენის მიმართ პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის პერიოდში. აუცილებლობის შემთხვევაში, სიფრთხილით, პრეპარატი შეიძლება დაენიშნოთ ორსულებსა და მეძუძურ დედებს.

გამოშვების ფორმა

100მლმინის ფლაკონში დოზატორითა და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა:2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 14 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 25°C.

აფთიაქიდან გაშვების პირობები

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი

შპს „მედიქალჰორიზონ“

არარატის ოლქი, ქ. მასისი, სადგური მასისი, გორთასარანაინის 22, სომხეთის რესპუბლიკა.

www.medicalhorizon.am