ნიმელიდი 100მგ #30ტ

ნიმელიდი
NIMELIDE

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - nimesulide


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები >> პირაზოლინის წარმოებულები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ ტაბლეტი #30

აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, დიოქტილ ნატრიუმ სულფოციანიტი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიმესულიდი წარმოადგენს პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ჩვენებები
ტკივილით და ტკივილის გარეშე მიმდინარე ანთებითი პროცესები, რომლებსაც შესაძლოა თან ერთვოდეს სიცხე და განსაკუთრებით ძვალკუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული პათოლოგიები.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება მხოლოდ მოზარდებში.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 50-100 მგ დღეში ორჯერ. სიმპტომების სიმწვავის და მკურნალობის შედეგის მიხედვით დოზა შეიძლება გავზარდოთ 200 მგ-მდე, დღეში ორჯერ.
რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება საკვების შემდეგ.
დადგენილია ნიმელიდის კარგი ამტანობა დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის გამოყოფა 30-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევებში არ არის საჭირო დოზის შემცირება.
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ-ზე) დროს, ნიმელიდი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით (შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის შემცირება), ხოლო მისი ფუნქციის უკიდურესი დაზიანებისას ნიმელიდის გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული დოზით მიღების დროს, პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ მას. პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად იშვიათია, შექცევადი და ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. ნიმელიდის გამოყენებისას შემდეგი გვერდითი ეფექტები იქნა დაფიქსირებული:
კანი: კანის გაღიზიანება, გამონაყარი და/ან აქერცვლა, მრავალფეროვანი სისხლჩაქცევები, ანგიოდემა, იშვიათ შემთხვევებში სტივენს-ჯონსონის სინდრომი, გამოხატული სისხლჩაქცევა და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი.
გასტროინტესტინალური: ფაღარათი, სტომატიტი, გაუვალობა, მუცლის ღრუს არეში ტკივილი, თავბრუსხვევა/ღებინება, ეპიგასტრალგია. იშვიათ შემთხვევებში გასტროინტესტინალური სისხლდენა, კუჭის წყლული.
ღვიძლი: ღვიძლის ენზიმების აქტივობის მომატება, იშვიათ შემთხვევებში ქოლესტატური ჰეპატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, დაბნეულობა, მოთენთილობა, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ოფთალმოლოგიური ჩივილები.
უროგენიტალური: ოლიგურია, შეშუპება, ჰემატურია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
რესპირატორული: იშვიათი შემთხვევები ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ასთმა ან ჰაერის უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში რომლებსაც გააჩნიათ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
სხვა შემთხვევები: შეშუპება, ანგიოედემა, ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნიმელიდის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ნიმელიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე გააჩნიათ ზედა ან ქვედა გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლული ან ქრონიკული ანთება. ნიმელიდის უკუჩვენებას წარმოადგენს 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება.

სიფრთხილე
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია და/ან გამოუვლინდათ ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაძაბულობა, მუქად შეფერილი შარდი ან სიყვითლე ნიმელიდით მკურნალობის დროს, უნდა იყვნენ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ და მკურნალობა უნდა შეუწყდეთ. ასეთ შემთხვევებში ნიმელიდის მიღება წყდება. აღნიშნულია ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ნიმელიდით მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეზე მოკლე ხნის განმავლობაში.
ნიმელიდი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით პაციენტებში სისხლმდენი წყლულით, გასტროინტესტინალური დაავადებებით, ენდოკრინული ჰემორაგიით, ჰემორაგიისადმი მიდრეკილებით, და ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია
იმის მიუხედავად, რომ ცხოველებზე გამოკვლევისას არ გამოვლინდა ჩანასახის მიმართ ტოქსიურობა, მაინც რეკომენდირებულია ორსულობის დროს არ გამოვიყენოთ ნიმელიდი.
არ არსებობს მონაცემები ნიმელიდის დედის რძეში გადასვლის შესახებ, რის გამოც, ლაქტაციის დროს, იგი არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის სათანადო გამოყენებაზე
იგი ამ მხრივ უსაფრთხოა და არ ახდენს გავლენას მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის გამოყენებაზე

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინალური დარღვევები, გულისრევა, ღებინება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის დაცლა ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით, შემდგომში გააქტივებული ნახშირის მიცემით. ასევე უნდა გაკონტროლდეს და შენარჩუნებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, ნიმელიდი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს და არსებობს მის მიერ სხვა პრეპარატების ეფექტის შემცირების ან გაზრდის რისკი.
ამასთანავე, არ არის დადგენილი მისი გამოხატული ურთიერთქმედება შარდმდენებთან.
ასპირინით და ტოლბუტამიდით კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს პრეპარატის დონეზე სისხლში და მის თერაპიულ ეფექტზე.
ასპირინი აორმაგებს ან ასამმაგებს პლაზმაში ნიმელიდის დონეს.
იმის გამო, რომ ნიმელიდის და ასპირინის კომბინაცია კლინიკურად შესწავლილი არ არის, უმჯობესია მასზე უარის თქმა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25ºC-მდე ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა მოცემულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
GENEPHARM S.A

საბერძნეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში