ნორმოდიპინი 10მგ #30ტ

ნორმოდიპინი 10მგ #30ტ
ნორმოდიპინი
NORMODIPINE 


შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ამლოდიპინი 5,0მგ; 10,0მგ
დამხმარე ნივთიერება:
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსილ-მეთილ-ამილოპეკტინი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს.

ჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია;
გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ალერგიული რეაქციები დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ისრადიპინი).

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხამგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ჩვეულებრივად ინიშნება 5მგ-იანი 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 10მგ-მდე დღეში (10მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში), რადგან პრეპარატის ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებულია ექიმის მონიტორინგი.
მკურნალობა პრეპარატით წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნება წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.

გამოყენების თავისებურება:
ღვიძლის დაავადების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა წარმოებს მოსალოდენლი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ.
პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს მათი ურთიერთქმედება, ამიტომ სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-300C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის ვადა: 3 წელი

შეფუთვა:
5მგ და 10მგ ტაბლეტები #30

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი