ოკულმირტი #30ტ

ოკულმირტი-350 მგ
Okulmyrti-350 mg
ტაბლეტები

           

ანტიოქსიდანტური პრეპარატი


შემადგენლობა: მოცვის სქელი ექსტრაქტი;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანტიმიკრობული, ანთების  საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აუმჯობესებს თვალის კაპილარების მდგომარეობას და თვალის გარსების სისხლმომარაგებას, ახდენს ბადურის პიგმენტის  როდოპსინის რეგენერაციას, აძლიერებს მის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებებზე, აუმჯობესებს მხედველობის ადაპტაციას სიბნელეში და მხედველობის სიმახვილეს. უზრუნველყოფს თვალის სტრუქტურების ბუნებრივ დაცვას დაბერების პროცესებისაგან (ანტიოქსიდანტური მოქმედება), ხელს უწყობს თვალის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აძლიერებს თვალის ბუნებრივ უნარს შთანთქას და გაანეიტრალოს აგრესიული გამოსხივება (სინათლის ნაკადის სპექტრის ხილული ცისფერი ნაწილი, ულტრაიისფერი და მაიონიზირებელი გამოსხივება), იცავს თვალს დაღლისაგან (ხელოვნურ განათებაზე ხანგრძლივი მუშაობისას) და გაღიზიანებისაგან.

ჩვენება:
• ბადურა გარსის დისტროფული ცვლილებები (განსხვავებული ეტიოლოგიის);
• ახლომხედველობა, განსაკუთრებით მოსწავლეებში;
• სიბნელისადმი მხედველობის ადაპტაციის უნარის დარღვევა;
• თვალის "დაღლის" სინდრომი;
• თვალის სტრუქტურების დაბერების პროცესის პროფილაქტიკა;
• თვალის დაავადებათა პროფილაქტიკა დიაბეტისას, არტერიული ჰიპერტენზიისას, რევმატოიდული ართრიტისას და სხვ.;
• საერთო გამაძლიერებელი საშუალება თვალის დაავადებების პირველი ნიშნების დროს და პროფილაქტიკისათვის ზოგიერთი პროფესიებისას, რომლებიც დაკავშირებულია ზედმეტ გამოსხივებასთან (მსახიობი, ტელევიზიის თანამშრომელი, კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავე, რენტგენოლოგი, ალპინისტი, მოთხილამურე და სხვა).

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ყაბზობა, ნეფროლითიაზი, ოქსალატურია.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პერორალურად 2 ტაბლეტი  3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვები 3-დან 6 წლამდე თითო ტაბლეტი, 6-დან 12 წლამდე 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა:  10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში.
 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.