დექსამეტაზონ-ოფთანი 0.1% 5მლ

დექსამეტაზონ-ოფთანი 0.1% 5მლ

ოფთან დექსამეტაზონი



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
(11 ბეტა, 16 ალფა) – 9 ფტორ -11,17,21 – ტრიჰიდროქსი – 16 – მეტილპრგნა - 1,4 – დიენ - 3,20 - დიონი

წამლის ფორმა: თვალის წვეთები.

შემცველობა 1 მლ. ხსნარში:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტოზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1 მგ/მლ (დექსამეტაზონზე გადათვლით)                                                                    
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ბორაკი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი
კოდი ATX: S01BA01

გამოყენების ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
- კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის და ბლეფარიტის არაჩირქოვანი ფორმები;
- სკლერიტი და ეპისკლერიტი;
- ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რქოვანას ზედაპირული დაზიანებები (ქიმიური, ფიზიკური და იმუნური მექანიზმებით) რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდეგ;
- თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი);
- სიმპათიკური ოფთალმია.
თვალების ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში.

უკუჩვენება:
- კერატიტი, გამოწვეული herpes simplex ან ჩუტყვავილით აგრეთვე რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები.
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
- თვალის სოკოვანი დაავადებები
- რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებით მიმდინარე თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები
- რქოვანას ეპითელიოპათია
- მომატებული თვალშიდა წნევა
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
დღეისათვის კლინიკური გამოკვლევების მონაცემები პრეპარატი გამოყენების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის დროს ან მეძუძურ ბავშვებში არ არსებობს. მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სავარაუდო სარგებლობა უფრო მეტია ვიდრე შესაძლო რისკი ნაყოფისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
ოფთან დექსამეტაზონის  თვალის წვეთების 1-2 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში 3-5 ჯერ დღეში. 
თვალის წვეთები ოფთან დექსამეტაზონით  მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.
გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც მოიცავენ პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობას.

გვერდითი ეფექტები:
თვალის წვეთების  ოფთან დექსამეტაზონის ჩაწვეთისას შესაძლებელია გამოვლინდეს წვის შეგრძნება.
ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის წარმოქმნის მიზეზი, ამიტომ, პრეპარატის გამოყენებისას 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, და ასევე ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის, რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. 
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატ ოფთან დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებ სავარაუდოა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, ძირითადად, განპიროვებულია გამოყოფის პროცესში იგივე ციტოქრომ შემცველი ფერმენტების მონაწილეობით. დექსამეტაზონს შეუძლია გააძლიეროს ფენიტოინის, ბარბიტურატების და ვარფარინის მოქმედება. ის ახდენს იზოფერმენტის CYP3A4 ინდუცირებას და ამით ამცირებს კალციუმის არხების ბლოკატორების, ქინიდინის და ერითრომიცინის ეფექტურობას. ადგილობრივი გამოყენების ჩვეულებრივი რეჟიმის დროს, დოზა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მან გამოიწვიოს ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია ან გაჯერება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს მიზანშეწონილი არ არის. პრეპარატის გამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
წვეთების ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება მოხდეს თვალშიდა წნევის მომატება. თუ პრეპარატი გამოიყენება 2 ან მეტი კვირის განმავლობაში, უნდა რეგულარულად გაიზომოთ თვალშიდა წნევა. კორტიკოსტეროიდულ თერაპიას შეუძლია შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, წვეთების გამოყენებასთან ერთად უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.
ჩაწვეთებისას შესაძლო ცრემლდენის გამო, რეკომენდებული არ არის მისი მიღება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებების მართვის წინ ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის დროს. 

გამოშვების ფორმა:
პოლიეთილენის 5 მლ. პლასტიკური საწვეთურიან ფლაკონში, დახურული ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა:
2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
სია ბ.
შეინახეთ +2 . . +8ºC ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  რეცეპტით

მწარმოებელი:
სს „სანტენ“, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720
ტამპერე, ფინეთი