ოქსოლინის 0.25% 10გ მალ(ნიჟფ.)

ოქსოლინის 0.25% 10გ მალ(ნიჟფ.)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება ოქსოლინი

ქიმიური დასახელება 1,2,3,4- ტეტრაოქსო -1,2,3,4- ტეტრაჰიდრონაფტალინდიჰიდრატი .

სამკურნალო ფორმა 0.25% ნაზალური მალამო . 3%G გარეგანი გამოყენების მალამო .

 

შემადგენლობა : ტეტრაქსოლინი – 0.,25 გ ; 3,0 გ . დამხმარე ნივთიერებები : ვაზელინის ზეთი , ვაზელინი .

 

აღწერილობა თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე მალამო . შენახვისას დასაშვებია ვარდისფერი შეფერილობისწარმოქმნა .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტივირუსული საშუალება .

ათქ კოდი : [ J 05 ]

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება , აბლოკირებს გრიპის ვირუსის ( უპირატესად A2 ტიპის ) შეკავშირებისადგილს უჯრედული მემბრანის ზედაპირით , იცავს უჯრედებს მათში ვირუსის შეღწევისგან .

 

გამოყენების ჩვენებები :

კანის ვირუსული დაავადებები , ვირუსული რინიტები . გრიპის პროფილაქტიკა .

 

უკუჩვენებები

პრეპარატის ან მისი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა .

 

მიღების წესები და დოზირება :

ნაზალურად . გრიპის პროფილაქტიკა და ვირუსული რინიტის მკურნალობა : 0.25% მალამოს შეზელვა ცხვირისლორწოვან გარსში დღეში 2-3- ჯერ .

გარეგანად . ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3- ჯერ .

მეჭეჭების მოსაცილებლად ისვამენ 3% მალამოს დღეში 2-3- ჯერ 2 კვირის -2 თვის განმავლობაში . მალამოს დადებისშემდეგ ზევიდან იდებენ გასანთლულ ქაღალდს .

 

გვერდითი მოვლენები :

ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის სწრაფად გამავალი შეგრძნება . რინორეა . მალამოს დადებისას პათოლოგიურადშეცვლილ კანზე ასევე ვითარდება წვის შეგრძნება .

 გამოშვების ფორმა :

0.25% და 3% 10 გ მალამო ტუბებში . თითოეულ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოსკოლოფში .  

 შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 10 ° C- ზე , ბავშვებისგან მიუწევდომელ ადგილას .

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .