პანივიტი
C ვიტამინით
შუშხუნა ტაბლეტები
შემადგენლობა
პარაცეტამოლი – 500 მგ;
ასკორბინის მჟავა – 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეზური (ხსნის ტკივილს). სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).
ჩვენებები
• სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები);
• სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
• პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
• თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
• სისხლის დაავადებები;
• შარდ-კენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გრ/დღეში.
უსაფრთხოების ზომები
ღვიძლისა და თირკმლის დარღვეული ფუნქციისას პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტირება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, დღე-ღამის მაქსიმალური დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტირება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
გამოყენების მეთოდები და დოზები
• 8-15 წლის ასაკის ბავშვებში – 0,5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;
• მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავსვებში – 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (არაუმეტეს 4გ დღე-ღამეში).
გამოყენების მეთოდი;
გახსენით ტაბლეტი ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.
მიღების დრო და სიხშირე;
პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს. თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.
პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტენპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ჩ ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად – სისხლის სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.
მწვავე მოწამვლის ნიშნები – გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭში. დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის გამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.
სამკურნალო ფორმა და გამოშვების ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები. 12 ტაბლეტი ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
«VITALE-XD», ესტონეთი. სეები 3, 11316 ტალინი. ტელ: +372 6208046.
ფაქსი: +372 6208025. ელ-ფოსტა: [email protected]. ვებ-გვერდი www.vitale.ee
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც” (აშშ) – USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp. us.