პარლაზინი 10მგ/მლ 20მლ წვეთები

პარლაზინი 10მგ/მლ 20მლ წვეთები

პარლაზინი


საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ცეტირიზინი

სამკურნალო ფორმა:
ხსნარი შინაგანი მიღებისათვის. (შინაგანად მისაღები წვეთების ფორმით)

შემადგენლობა:
შინაგანად მისაღები წვეთების 1 მლ შეიცავს 10მგ აქტიურ ინგრედიენტს – ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს, ასევე შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეტალ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალება

მიღების ჩვენებები
- მუდმივი ალერგიული რინიტი
- სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი
- ქავილი
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
- ძუძუთი კვება, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რისკი აღემატება შესაძლო სარგებელს დედისათვის და, ამგვარად, ლაქტაციის დროს ცეტირიზინს არ ნიშნავენ.
- ბავშვთა ასაკი 2 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის).

ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას. ექსპერიმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება დადასტურდეს, რომ ცეტირიზინს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. მონაცემები ადამიანზე კონტროლირებადი კვლევების შესახებ არ არსებობს, რის გამოც, ორსული ქალებისათვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ცეტირიზინით მკურნალობას დაუყოვნებლივ წყვეტენ.
ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით, ნივთიერების შენელებული გამოყოფის გამო, პრეპარატს შეუძლია კუმულირება. ასეთი ავადმყოფებისათვის ცეტირიზინის დანიშვნისას ჩვეულებრივი, უფროსებისათვის რეკომენდებული დოზებით, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული ქოლინომაბლოკირებელ და ცნს-ზე მოქმედებასთან. ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ცეტირიზინის დოზის შემცირება.
ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ქოლინომაბლოკირებელი გვერდითი ეფექტების მიმართ (მაგალითად, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება), თუ ასეთი სიმპტომები ავადმყოფისათვის მიუღებელი ხდება და ძლიერდება, პარლაზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოხატული ქოლინომაბლოკირებელი ან ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედება პარლაზინის ჩვეულებრივი დოზებით დანიშვნისას, როგორც წესი, არ წარმოიქმნება. მაგრამ, ცეტირიზინის დაგროვების რისკი იზრდება (შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის პროგრესირებადი შემცირების გამო ხანდაზმულ ავადმყოფებში).
ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, მათი მეშვეობით მკურნალობა უნდა შეწყდეს სამი დღით ადრე პრიკის სინჯის ჩატარებამდე (არასწორი რეაქციის არიდების მიზნით).
პარლაზინით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელებით სარგებლობა კატეგორიულად აკრძალულია.

გამოყენების წესი
უფროსები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ჩვეულებრივი დოზა – 10მგ ერთხელ დღეში (20წვეთი), სასურველია ღამით.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დღიური დოზა – 5მგ (10წვეთი) ორჯერ დღეში (დილას და საღამოს); ან 10მგ (20 წვეთი) საღამოს .
ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
ავადმყოფებს თირკმლის უკმარისობით უნიშნავენ რეკომენდებული დოზის ნახევარს.

გვერდითი ეფექტები
- დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი
- დაღლილობის შეგრძნება
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- სიმშრალე პირში
- ღებინება და კუჭ-ნაწლავის მხრიდან სხვა სიმპტომები
- შფოთვა (მოძრაობითი აქტივობის მომატება)
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ინტენსივობის შემცირება შეიძლება დღიური დოზის ორ მიღებად გაყოფით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისხლძარღვების შეშუპება, გამონაყარი) წარმოიქმნება იშვიათად (< 2%).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შესაძლო ურთიერთქმედება ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერთან აღმოჩენილი არ არის: დიაზეპამი, ციმეტიდინი, აზითრომიცინი, პსევდოეფედრინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, თეოფილინი (მცირე დოზებით).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დაღლილობისა და ძილიანობს შეგრძნება წარმოადგენს პრეპარატის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირ სიმპტომს. შფოთვა და გაღიზიანებადობა, რომელსაც ძილიანობა მოსდევს, ახასიათებს ცეტირიზინის ჭარბი დოზის შემთხვევებს ბავშვებში.
მკურნალობა: მასიური ჭარბი დოზის მიღებისას გამოწვეულ უნდა იქნეს გულისრევა, ასევე დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატისაგან სისხლის გასათავისუფლებლად ჰემოდიალიზი გამოუსადეგარია.

გამოშვების ფორმა
20მლ ხსნარით შევსებულია მუქი შუშის ფლაკონი პროპილენის პიპეტით.
ფლაკონი განოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის 15-25ºC ტემპერატურაზე მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 
გახსნილი ფლაკონი ინახება 4კვირა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი