პენესტერი 5მგ #30ტ

პენესტერი 5მგ #30ტ
პენესტერი
PENESTER


შემცველობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ ფინასტერიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი 30, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ნატრიუმის დოკუზატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, დიმეთიკონის ემულსია SE2, რკინის ოქსიდი ყვითელი.

აღწერილობა
ღია ყვითელი ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტესტოსტერონის რედუქტაზას ინჰიბიტორი.

კოდი ATX: [G04CB01]

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფინასტერიდი სინთეზური 4-აზასტეროიდული ნაერთი, სტეროიდული 5-ალფა რედუქტაზას (უჯრედშიდა ფერმენტი) კონკურენტული და სპეციფიკური ინჰიბიტორი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის აქტიურ ანდროგენ 5-დიჰიდროტესტოსტერონად (გჰტ). წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ზრდა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარება განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნით. პრეპარატის ზემოქმედებით ხდება დიჰიდროსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც სისხლის პლაზმაში, ასევე ჯირკვლის ქსოვილში. ფინასტერიდი არ უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს.
პრეპარატის გამოყენების შედეგად ხდება წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირება, მცირდება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოხატულობა.
პრეპარატი არ მოქმედებს პლაზმაში ლიპიდების კონცენტრაციაზე, ასევე სისხლის პლაზმაში კორტიზოლის, ესტრადიოლის, პროლაქტინის, თირეოტროპული ჰორმონის, თიროქსინის შემცველობაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება: პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ფინასტერიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80% და დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში პრეპარატის პერორალური მიღებიდან. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 90%.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფინასტერიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლით და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 6 საათს შეადგენს, 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შესაძლოა 8 საათამდე გახანგრძლივდეს.

ჩვენება
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (წინამდებარე ჯირკვლის ზომების შესამცირებლად, შარდის გამოყოფის მაქსიმალური სიჩქარის გაზრდისთვის და ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად, შარდის მწვავე შეკავების და ამასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევის რისკის შესამცირებლად).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფინასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, საშარდე გზების ობსტრუქცია, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

მიღების წესი და დოზები
პერორალურად, 5 მგ დღეში ერთხელ, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის ხანგრძლივობა მისი ეფექტურობის შეფასებამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 6 თვე. ავადმყოფთა თითქმის 50% კლინიკური სიმპტომების გაქრობა ხდებოდა 12 თვის განმავლობაში მკურნალობის დროს.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები, გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება და ეაკულატის მოცულობის შემცირება. გვერდითი ეფექტების სიხშირე არ აღემატება 3-4% და მცირდება მკურნალობის პროცესში. რიგ შემთხვევებში აღინიშნა მალუტეინიზირებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონების და ტესტოსტერონის კონცენტრაციის გაზრდა დაახლოებით 10%, მაგრამ ეს მონაცემები ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში რჩებოდა.

ჭარბი დოზირება
ამჟამად ჭარბი დოზის შემთხვევბის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სტიმულირება, როგორიცაა ინფექციური პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ურეთრის სტრიქტურა, საშარდე ბუშტის ჰიპოტონია და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ რიგი ცვლილებები, რომლებიც ვითარდება ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.
ვინაიდან ფინასტერიდის გამოყენებისას აღინიშნება პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის შემცირება (41% და 48% მკურნალობის დაწყებიდან 6 და 12 თვე), თერაპიის პროცესში პერიოდულად აუცილებელია პაციენტების გამოკვლევის ჩატარება  წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსარიცხად.
რეპროდუქციული ასაკის და ორსული ქალები უნდა მოერიდონ პრეპარატ პენესტერის დანაწევრებულ ტაბლეტებთან კონტაქტს, ვინაიდან პრეპარატის ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის დათრგუნვის უნარს შეუძლია გამოიწვიოს სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა მამრობითი სქესის ნაყოფში. პენესტერის ტაბლეტები შემოგარსულია აპკით და მათთან ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, თუ ისინი დაფხვნილი არ არის და დარღვეული არ არის მათი მთლიანობა, კონტაქტი აქტიურ ნივთიერებასთან გამორიცხულია.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 5 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
სია ბ.
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 10ºC-25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენოთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

დამამზადებელი
“ზენტივა ა.ს.”, ჩეხეთის რესპუბლიკა
კაბელოვნი 130, დოლნი მეხოლუპი პრაღა 10, 102 37
წარმომადგენლობა რუსეთში: 119034, ქ. მოსკოვი, პრეჩისტენკას ქ. სახლი 40/2 შენ. 1
ტელ/ფაქსი: (095) 721-16-66/721-16-69