პერიტოლი
PERITOL
სიროფის ყოველი 100 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების _ ციპროჰეპტადინის უწყლო ჰიდროქლორიდის 40 მგ-ს (43 მგ ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდის ხ 1 ½ H2O სახით).
სხვა კომპონენტები: სორბინის მჟავა, საქაროზა, მწვავე ნატრიუმი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ტუტი-ფრუტის ესენცია, ეთანოლი, საღებავი არიავიტი ყვითელი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის და ჰისტამინის ანტაგონისტი.
ჩვენებები:
- ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით – მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზამატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი.
- კარცინოიდული სინდრომის სახელწოდებით ცნობილი დაავადების სიმპტომური მკურნალობა.
- სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი).
- პაციენტები ანორექსიით და დასუსტებული ავადმყოფები. მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენული ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსიის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი პაციენტებისათვის.
უკუჩვენებები:
- ალერგია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;
- ასთმის მწვავე შეტევა;
- ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა: გლაუკომა, კუჭის მასტენოზირებელი წყლული, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი შესაბამისი სიმპტომებით (და შარდის შესაძლო შეკავებთ);
- სხვა სამკურნალო საშუალებით მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფიდან;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
დაუშვებელია ამ პრეპარატის მიცემა 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
დაავადებისა ან დანიშნული პრეპარატების შესახებ ზუსტი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
უსაფრთხოების ზომები:
იმის გამო, რომ პერიტოლს® შეუძლია ძილიანობის გამოწვევა, მკურნალობის კურსის დასაწყისში მისი მიღება რეკომენდირებულია ვახშმის შემდეგ.
ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში უფრო ხშირია პრეპარატ პერიტოლის გვერდითი მოვლენები – თავბრუსხვევა, ძილიანობა და არტერიული წნევის დაქვეითება.
პერიტოლის დანიშვნისას ბავშვთა ასაკში, აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ. ზოგიერთი ბავშვი მკურნალობის კურსის განმავლობაში მოუსვენარი ხდება. თუ ბავშვის ქცევის შეცვლა დაკავშირებულია მიღებულ პრეპარატთან, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში:
- ბრონქული ასთმა;
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება;
- ნებისმიერი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა.
ამ შემთხვევაში პერიტოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება; სიფერმკრთალე, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება, სისხლნაჟღენთები, უჩვეულო ან შეუჩერებელი სისხლდენა.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ მათი შედეგებით გამოვლინდება, რომ ეს სიმპტომები გამოწვეულია მიღებული პრეპარატით, ექიმს შეუძლია შეწყვიტოს მკურნალობა.
პერიტოლის სიროფი შეიცავს საქაროზას. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 2 გ საქაროზას, დესერტის კოვზი კი (10 მლ) _ 4 გ-ს. ამიტომ სიროფის მიცემა არ შეიძლება პაციენტებისათვის ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობით, გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევით და, ასევე, საქარაზა/მალტაზას უკმარისობით.
პერიტოლის სიროფი შეიცავს 5 % ალკოჰოლს. სიროფის ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 0,25 გ ალკოჰოლს, დესერტის კოვზი (10 მლ) კი _ 0,5 გ-ს. პერიტოლის სიროფის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტბს შემდეგი მდგომარეობებით: ღვიძლის დაავადება, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, თავის ტვინის დაავადება და ტრავმა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სხვა პათოლოგია. ამ სიროფით ბავშვების ხანგრძლივი მკურნალობა (ერთ კვირაზე მეტი) შესაძლებელია მხოლოდ რისკის და სარგებელის საფუძვლიანი შედარების შემდეგ.
დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პერიტოლის სიროფი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატ პერიტოლით მკურნალობის პირველი კურსის საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა, ძილიანობა ან სტუპორი. ასეთი შეგრძნებების გამოვლენის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მაღალ რისკთან. შემდგომში ამ შეზღუდვის დონე და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
- მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებს ან ახანგრძლივებს პრეპარატ პერიტოლის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
- საძილე, სედატიური და ანქსიოლიზური ნივთიერებები აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიურ ეფექტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს პერიტოლის სიროფთან ერთად. თუ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მიღების წესი და დოზირება:
პერიტოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
მოზრდილები:
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში).
ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია 6 მგ-ის მიღება დღეში (ე. ი. 5 მგ 3-ჯერ).
მწვავე შაკიკის დროს რეკომენდირებული დოზაა 4 მგ (10 მლ ერთხელ) დღეში. თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს პრეპარატის 8 მგ-ზე მეტი დოზით მიღება (10 მლ 2-ჯერ) 4-6 საათის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (10 მლ 3-ჯერ).
მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (სიროფის 20 მლ 4-ჯერ).
ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის სიროფის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).
ბავშვები:
პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლმდე ასაკის ბავშვებისათვის.
2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდირებული დღიური დოზაა 0,25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კვ.მ.
ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (5 მლ 2-3 ჯერ) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს (10 მლ 3- ჯერ).
ბავშვები 7-14 წ-მდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (10 მლ 2- ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდირებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (10 მლ 4-ჯერ).
ერთი ჩაის კოვზი იტევს 5 მლ-ს, ერთი დესერტის კოვზი იტევს 10 მლ-ს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
პერიტოლის მიღება რეკომენდირებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი სიროფი ექიმის ინფორმირებისათვის.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, კომა, აგზნება და კრუნჩხვები, პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ.
მკურნალობა: რეკომენდირებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის შეყვანა. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამხმარე თერაპიის ჩატარება. სასარგებლოა ზოგიერთი საფაღარათო საშუალების გამოყენება, ახდენს ნაწლავების შიგთავსის განზავებას. არ არის მიზანშეწონილი იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ჰიპოტენზიის კუპირება შეიძლება ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანით.
პერიტოლის მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასასნაზღაურებლად.
გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, პერიტოლს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვიტეთ პერიტოლის სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ჩნდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას პერიტოლზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
პერიტოლის სიროფის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:
ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში. სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლების ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგძნობელობის მომატება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდეს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება.
შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და /ან ექსტრასისტოლია.
ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა.
შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება.
შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გძნელებული დაცლა, შარდის შეკავება.
პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა
პრეპარატი მოთავსებულია ყავისფერი შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს სიროფის 100 მლ-ს, დახუფულია თავსახურით პირველი მოხსნის კონტროლით. ყოველი ფლაკონი შეფუთულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად დასაკეც მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი