პერსენი #40ტ

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:
- 35 მგ კატაბალახას ძირების მშრალი ექტრაქტი (Valeriana officinalis L., radix) 
- 17.5 მგ სამკურნალო მელისას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis L., folium) 
- 17.5 მგ მწარე პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita L., folium) დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის კარბონატი, გლიცერინი, საქაროზა, სინთეტური ცვილი, რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

ჩვენებები
პერსენი წარმოადგენს ფიტოპრეპარატს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედებით. 
კატაბალახას ძირების ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, ხოლო უძილობისას ხელს უწყობს ძილს.
მელისას ფოთლების ექსტრაქტი უზრუველყოფს ტაბლეტის დამატებით დამამშვიდებელ მოქმედებას. 
მწარე პიტნის ფოთლების ექსტრაქტი კატაბალახას ძირების ექსტრაქტთან კომბინაციაში ტრადიციულად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალების სახით. 
პერსენი გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის სტადიებზე, როდესაც გამართლებული არ არის უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება.
პერსენის გამოყენება რეკომენდებულია:
- მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულიობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (ყოველდღიური სედაციური საშუალების სახით მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის, აგზნების დროს) და/ან
- ძილთან დაკავშირებული დროებითი სიძნელეებისას.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ
მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნების დროს – 3 ან 4 ტაბლეტი დღეში სამჯერ. 
უძილობის დროს – 3 ან 4 ტაბლეტი დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
ბავშვები 3-დან 12 წლამდე
გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
მომატებული გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნების დროს – 1 ან 2 ტაბლეტი დღეში სამჯერ. 
უძილობის დროს – 1 ან 2 ტაბლეტი დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
პერსენის მოქმედება ვლინდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები მიიღება უწყვეტად არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი შეზღუდული არ არის. რეკომენდებული დოზებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება არ იწვევს მიჩვევას ან აბსტინენციის სინდრომს.
თუ 14 დღის შემდეგ სიმტომები კვლავ სახეზეა ან აღინიშნება მათი გამწვავება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პერსენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ძირების პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, სპაზმები მუცელში). გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

უკუჩვენება
პრეპარატი პერსენი არ გამოიყენება:
- კატაბალახას ძირების, სამკურნალო მელისას ფოთლების, მშრალი მწარე პიტნის ფოთლების ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას პრეპარატი პერსენი რეკომენდებული არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. 
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადასტურებული არ არის. ამიტომ, პერსენის გამოყენება აღნიშნულ პერიოდებში რეკომენდებული არ არის

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილების მართვა და ტექნიკასთან მუშაობა 
მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და ტექნიკის მართვის უნარზე. პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილების მართვას ან ისეთ ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობას, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ პერსენის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. ზოგიერთი შაქრის აუტანლობისას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
20 გ კატაბალახას ძირებმა (შეესაბამება დაახლოებით პერსენის 103 ტაბლეტს) შეიძლება გამოიწვიონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცელში, სიმძიმე გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევა, მძიმე ტრემორი და მიდრიაზი. მოცემული სიმპტომები ქრება 24 საათის განმავლობაში. პერსენის დოზის გადამეტებისას და აღნიშნული სიმპტომების შენარჩუნებისას 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პერსენის მიღება 
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პერსენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებების შეფასების შესახებ გამოკვლევები არ ჩატარებულა. 
პერსენის გამოყენება სინთეტურ სედაციურ საშუალებებთან ერთად შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

პერსენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოიყენება საკვების მიღების მიუხედავად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25 C -მდე ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის უკანასკნელი დღე.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ზედმეტი პრეპარატების უტილიზაციის წესის შესახებ ინფორმაცია მიიღეთ ფარმაცევტისაგან. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.