ფენკაროლი 10 მგ დოზირებული ფხვნილი
გამოყენების ინსტრუქცია
ერთი პაკეტის შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება:
ფენკაროლი (ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი) 10 მგ
დამხმარე ნივთიერება: ასპარტამი, მანინტოლი, ლიმონის მჟავა, არომატიზატორები.
არ შეიცავს შაქარს.
წამლის ფორმა: დოზირებული ფხვნილი, შინგანი მიღებისთვის განკუთვნილი ხსნარის დასამზადებლად.
შეფუთვა: მუყაოს ყუთში 15 ლამინატის პაკეტი.
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
“ოლაინფარმა”.
მისამართი: რუპნიცუს ქ. 5, ოლაინე, LV-2114, ლატვია.
ანტიჰისტამინური საშუალება.
გამოყენების ჩვენება:
პოლინოზი, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ცხელება, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნკტივიტი, ანგიონევროტული შეშუპება, დერმატოზები (ეკზემა, ნეიროდერმიტი, ქავილი), ალერგიული რეაქციები, საკვებია და მედიკამენტოზური ალერგია.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა ფენკაროლის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ფენკაროლი 10 მგ დოზირებული ფხვნილი შიეცავს შაქრის შემცვლელ ასპარტამს. დაუშვებელია მისი მიღება ფენილკეტონურიით დაავადებულ პაციენტთათვის.
სასურველი არ არის პრეპარატის მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს; დაუშვებელია – ფეხმძიმობის პირველი 3 თვის მანძილზე.
უსაფრთხოების ზომები:
დაცულ უნდა იქნეს სიფრთხილე მწვავე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს.
წამლების და სხვა ურთიერთმოქმედება: ფენკაროლი არ აძლიერებს ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების მოქმედებას ნერვულ სისტემაზე. ფენკაროლს გააჩნია სუსტი მ-ქოლინობლოკირებადი თვისებები, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის შემცირების დროს შესაძლებელია ნელი აბსორბირების მქონე მედიკამენტების შეწოვის გაძლიერება (მაგალითად, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები – კუმარინები).
პრეპარატის მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს:
სასურველი არ არის პრეპარატის მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს; დაუშვებელია – ფეხმძიმობის პირველი 3 თვის მანძილზე.
არ არსებობს რაიმე მონაცემი ფენარკოლის დედის რძეში შეღწევის შესახებ, ამიტომ, უმჯობესია, ძუძუთი კვების დროს თავის შეკავება პრეპარატის მიღებისგან.
სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობაზე ზემოქმედება: იმ პირებმა, ვისი სამუშაო საჭიროებს სწრაფ ფიზიკურ თუ ფსიკიქურ რეაქციას (მძღოლები და ა.შ.), წინასწარ უნდა გამოიკვლიონ (მოკლევადიანი დანიშვნის მეთოდით), იწვევს თუ არა აღნიშნული პრეპარატი ძილიანობას. ასეთმა ადამიანებმა უსათოუდ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებისათვის პრეპარატის მიცემამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
პაკეთის შემცველობა იხსნება ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. მიიღება საჭმლის შემდეგ.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 10 მგ (ერთი პაკეტი) ერთხელ დღეში; 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 10 მგ 2-ჯერ დღეში; 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 10 მგ 2-3-ჯერ დღეში; 12 წლის და ზევით – 20 მგ (ორი პაკეტი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-15 დღე. შესაძლებელია კურსის გამეორება საჭიროებისამებრ.
თუ დროზე არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, პრეპარატის მიღებას აგრძელებენ დოზის გაზრდის გარეშე. საჭიროებისამებრ მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა:
ცნობილი არ არის ჭარბი დოზის შემთხვევები. შემთხვევითი ან განზრახ მიღებული ჭარბი დოზის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჭარბმა დოზამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა. ღონისძიება: ტარდება სიმპტომატური თერაპია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციის აღსადგენად. ცნობილი არ არის სპეციალური ანტიდოტი.
გვერდითი მოვლენები:
როგორც წესი, ადამიანი მარტივად იტანს პრეპარატს. ჰიპერმგრძნობელობისა და ჭარბის დოზის შემთხვევაში, შესაძლოა პირის ღრუს სიმშრალე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, თავის ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, დოზის შემცირებისთანავე წყდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევაში, მატულობს გვერდითი მოვლენების რისკი. ცალკეულ შემთხვევებში – სუსტი სედატიური (დამამშვიდებელი) ეფექტი.
გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ მოვლენების, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: პრეპარატი უნდა ინახებოდეს 15-დან 20°-მდე ტემპერატურაში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება, თუ შეფუთვა დაზიანებულია