პიმაფუცინი
Pimafucin
Pimafucin
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - natamycin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - G01AA02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის >> სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №3
ვაგინალური სანთლები:
1 სანთელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატამიცინი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი 690 მგ, მყარი ცხიმი 700 მგ, სორბიტოლი 460 მგ, პოლისორბატი 80-460 მგ, ნატრიუმის კარბონატის ჰიდრატი 69 მგ, ადიპინის მჟავა 64 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მაკროლიდების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პოლიენური ანტიბიოტიკი, რომელსაც ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი, ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას. ნატამიცინი ბოჭავს უჯრედის მემბრანების სტეროლებს და მათი მთლიანობის და ფუნქციების დარღვევით იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს. ნატამიცინის მიმართ მგრძნობიარეა პათოგენური საფუარა სოკოების უმეტესობა. განსაკუთრებით Candida albicans. ნაკლებად მგძნობიარეა დერმატოფიტები. ნატამიცინის მიმართ რეზისტენტობა კლინიკურ პრაქტიკაში არ გვხვდება.
ფარმაკოკინეტიკა
ნატამიცინი არ ავლენს სისტემურ მოქმედებას, რადგან პრაქტიკულად არ შეიწოვება კანის ზედაპირით და ლორწოვანი გარსებით.
ჩვენებები
ვაგინიტები, ვულვიტები, ვულვოვაგინიტები, ბალანოპოსტიტები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida სოკოებით.
მიღების წესები და დოზები
ვაგინიტების, ვულვიტების, ვულვოვაგინიტების შემთხვევაში ნიშნავენ 1 ვაგინალურ სანთელს 3-6 დღის განმავლობაში. სანთელი შეჰყავთ საშვილოსნოში, მწოლიარე მდგომარეობაში რაც შეიძლება ღრმად, ძილის წინ დღე-ღამეში ერთხელ. ჩანდიდა ალბიცანს-ით გამოწვეული ვაგინიტების შეუპოვარი მიმდინარეობისას დამატებით ნიშნავენ პიმაფუცინის ტაბლეტებს შიგნით მისაღებად (1-ტაბლეტი დღეში 4-ჯერ, 10-20 დღის განმავლობაში) ნაწლავებში კანდიდოზური ინფექციის კერის სანაციისათვის.
პარტნიორის სასქესო ორგანოების კანდიდოზური დაზიანების სამკურნალოდ, იყენებენ პიმაფუცინის კრემს. კურსის ხანგრძლივობას ადგენენ ინდივიდუალურად. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, რეკომენდირებულია კურსის გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღით
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებლია მცირე გაღიზიანება, წვის შეგრძნება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
პიმაფუცინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
ვაგინალური სანთლები სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით სწრაფად იხსნება და წარმოქმნის ქაფისებურ მასას, რაც ხელს უწყობს აქტიური სუბსტანციის თანაბარ განაწილებას.
ცეტილის სპირტმა, რომელიც შედის ვაგინალური სანთლების შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს გენიტალურ არეში წვის შეგრძნება, მოცემული კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო. მენსტრუაციის პერიოდში სუპოზიტორიებით მკურნალობას წყვეტენ. სუპოზიტორებით მკურნალობის პერიოდში არ არის აუცილებელი სქესობრივი კონტაქტების შეწყვეტა, თუმცა რეკომენდირებულია სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევის ჩატარება და კანდიდოზური დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში პიმაფუცინით მკურნალობის კურსის განხორციელება. მკურნალობის პერიოდში ასევე საჭიროა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პიმაფუცინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ტემლერ იტალია ს.რ.ლ
იტალია