პოლიგლუკინი 500მლ პ/ფლ

პოლიგლუკინი



სავაჭრო დასახელება:
პოლიგლუკინი
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: - დექსტრანი.
სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი 6%
შემადგენლობა: დექსტრანის 70 – 60 გ/ლ; ნატრიუმის ქლორიდი – 9 გ/ლ.
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სადეტოქსიკაციო საშუალებები. პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელები.
კოდი ATX B05AA05.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
პლაზმას შემცვლელი ანტიშოკური ჰემოდინამიური მოქმედების პრეპარატი.
პოლიგლუკინი – ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული დექსტრანის (გლუკოზის პოლიმერის) საშუალომოლეკულარული ფრაქციის 6% ხსნარი.
შედარებით დიდი მოლეკულარული მასის გამო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დექსტრანი ნელა აღწევს სისხლძარღვების კედლებში და სისხლის კალაპოტში შეყვანისას მასში დიდხანს ცირკულირებს. მაღალი ოსმოტიური წნევის შედეგად, რომელიც დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება სისხლის პლაზმის ცილების ოსმოტიურ წნევას, ის ძალიან ნელა შედის სისხლძარღვის კედელში და ხანგრძლივად ცირკულირებს სისხლის კალაპოტში, ამ დროს ახდენს ჰემოდინამიკის ნორმალიზებას სითხის კონცენტრაციის გრადიენტის მიხედვით დინების ხარჯზე – ქსოვილებიდან სისხლძარღვებში. სწრაფად ზრდის და ხანგრძლივად ანარჩუნებს მაღალ დონეზე არტერიულ წნევას, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.

ფარმაკოკინეტიკა.
24 საათში პრეპარატის ინფუზიის შემდეგ დექსტრანის კონცენტრაცია მცირდება შეყვანილი რაოდენობის დაახლოებით 40%-მდე.
დექსტრანები არატოქსიურია, გამოიყოფა ძირითადად თირკმლების მეშვეობით (პირველ დღე-ღამეში დაახლოებით 50%). დარჩენილი ნაწილი გადადის რეტიკულოენდოთელურ სისტემაში, სადაც თანდათანობით იშლება გლუკოზამდე. მცირე რაოდენობა გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნახშირწყლოვან ცვლაში მონაწილეობას არ ღებულობს.

ჩვენებები.
ცსმ-ს ანთება შოკის (ოპერაციული, ტრავმული, პოსტჰემორაგიული, დამწვრობის), სისხლის მწვავე დაკარგვის, ინტოქსიკაციის შედეგად შოკის, სეფსისისა და სხვ. დროს.

უკუჩვენებები.
თავის ქალას ტრავმები, რომლებიც მიმდინარეობს ქალაშიდა წნევის მომატებით, მაღალი არტერიული წნევა, ასევე ყველა შემთხვევაში, რომლებშიც სითხის დიდი დოზებით ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია.
პოლიგლუკინის გადასხმა ნაჩვენები არ არის გახანგრძლივებული ი/ვ სისხლდენისას (ფილტვების, თირკმელების და სხვ.), გარდა ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევების განვითარების შემთხვევებისა (არტერიული წნევის დაცემა სინდიყის 60მმ-ზე ქვემოთ). ასეთ შემთხვევებში პოლიგლუკინის ნაკადით გადასხმა იძლევა არტერიული წნევის აწევის საშუალებას კრიტიკულ დონეზე ზემოთ, რის შემდეგაც უნდა მოხდეს სისხლის, პლაზმის გადასხმაზე გადასვლა.


სიფრთხილით.
სიფრთხილით ნიშნავენ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეყავთ.

დოზირება.
ინტრავენურად წვეთოვნად. პოლიგლუკინის დოზა და შეყვანის სიჩქარე შეირჩევა ავადმყოფის მდგომარეობის, არტერიული წნევის ზომის, პულსის სიხშირის, ჰემატოკრიტის, სუნთქვის სიხშირის, კანის საფართა შეფერილობის შესაბამისად.
განვითარებული შოკის დროს პოლიგლუკინი შეჰყავთ ი/ვ ნაკადით, დოზით 400-დან 500მლ-მდე ერთ შეყვანაზე და შემდეგ აგრძელებენ პრეპარატის წვეთოვან შეყვანას. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 2000 მლ-მდე. ნორმასთან მიახლოებულ ციფრებამდე არტერიული წნევის აწევისას მიზანშეწონილია გადასვლა პრეპარატის წვეთოვანი მეთოდით შეყვანაზე. 500 მლ-ზე მეტი სისხლის დაკარგვის და გამოხატული ანემიზაციის დროს მიზანშეწონილია პოლიგლუკინის გადასხმის შერწყმა სისხლის გადასხმასთან.
პოლიგლუკინის გადასხმა არ გამორიცხავს შოკის საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებათა ჩატარების აუცილებლობას (გაუტკივარება, საგულე, მატონიზირებელი და ჰორმონალური პრეპარატების მიცემა და ა.შ.).
ოპერაციების დროს ოპერაციული შოკის პროფილაქტიკის მიზნით პოლიგლუკინის ი/ვ შეყვანა უნდა მოხდეს წვეთოვნად ნაკადობრივზე ფგადასვლით არტერიული წნევის ვარდნის შემთხვევაში. არტერიული წნევის მკვეთრად დაწევისას (სინდიყის 60მმ-ზე ქვემოთ) დაფუძნებულია პრეპარატის ინტრა არტერიული შეყვანის მეთოდი დოზით 400 მლ-მდე (იშვიათად მეტი). პოსტოპერაციულ პერიოდში პოლიგლუკინის ნაკად– წვეთოვანი შეყვანა წარმოადგენს პოსტოპერაციული შოკის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას.
ბავშვებში პრეპერატს ნიშნავენ დოზით 10-15 მლ/კგ.
დამწვრობის შოკის მკურნალობის დროს პოლიგლუკინის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია დაზარალებულის საერთო მდგომარეობაზე. პირველ 24 საათში შეიძლება შეყვანილ იქნეს 2000 მლ-მდე, შემდე 24 საათში – პოლიგლუკინის 1500 მლ-მდე; ბავშვებში პირველ 24 საათში შეჰყავთ 40-50 მლ/კგ, შემდეგ დღე-ღამეში – 30 მლ/კგ. ფართო და ღრმა დამწვრობებისას პოლიგლუკინით მკურნალობა უნდა შეუთავსდეს პლაზმის, ალბუმინის, გამა-გლობულინის შეყვანას, ხოლო სხეულის ზედაპირის 30-40%-ზე მეტი დამწვრობისას – სისხლის გადასხმას.

გვერდითი მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: სიხცის შეგრძნება, სემცივნება, ცხელება, გულისრევა, კანზე გამონაყარი; შესაძლებელი ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტონიისა და სისხლძარღვოვანი კოლაპსის განვითარებით, ოლიგურია. ამ შემთხვევებში ინიშნება კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინური, გულ-სისლძარღვოვანი და სხვა საშუალებები.


ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ნიშნავენ კრისტალოიდურ ხსნარებს, გულის პრეპარატებს.

წამლებთან ურთიერთმოქმედება
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სისხლის დინებაზე მოქმედ, არტერიული წნევის გამზრდელ, საშარდე პრეპარატებს.

განსაკუთრებული მითითებანი.
პრეპარატის შეყვანა შეიძლება მხოლოდ წინასწარ გაკეთებული ბიოლოგიური სინჯის შემდეგ, გარდა შოკური მდგომარეობის დროს ურგენტული დახმარების გაწევის შემთხვევებში,
ანაფილატოიდური რეაქციების შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის ინფუზიის შემდგო ხსნარის პირველი 10-15 მლ შეყვანა საჭიროა ნელა, პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით. აუტანლობის რეაქციის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს ინფუზია და დაიწყოს შემდეგი ექსტერნული ღონისძიებები:
- სუბიექტური ჩივილების დროს (ტკივილი ზურგში, გულისრევა) – ინფუზიის შეწყვეტა;
- კანის გამოვლინენების დროს (სახის, კისრის შეწითლება, ჯინჭრის ციება და სხვ) – ანტიჰისტამინური პრეპარატების შეყვანა;
- გულის შეკუმშვების სიხშირის მომატებისას და სისხლის სისტოლური წნავის დაქვეითებისას 90-მდე – ინტრავენურად კორტიკოსტეროიდების შეყვანა (მაგალითად, 100 მგ პრედნიზოლონი);
- სუნთქვის გაძნელებისას და შოკის დროს – მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდების (მაგალითად 1 გრ პრედნიზოლონი), ჟანგბადის, ადრენალინის (წვეთოვანი) შეყვანა და მოცულობის შევსება მოცულობის ჩანაცვლების საშუალებები; - გულისა და სუნთქვის გაჩერების დროს – რეანიმაციის ღონისძიებები.

გამოშვების ფორმა.
პვქ პლასტიკურ პაკეტებში  – 250 და 500 მლ-იანი.

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას -10°-დან +20°C-მდე ტემპერატურის პირობებში.     

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი, პრეპარატი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

მწარმოებელი: LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი
375078, ერევანი, მარკარიანის ქ. N6