პოლიოქსიდონი 12მგ #10ტ

პოლიოქსიდონი 12მგ #10ტ

პოლიოქსიდონი


სავაჭრო სახელწოდება:
პოლიოქსიდონი

ქიმიური სახელწოდება:
1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი

წამლის გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

პოლიოქსიდონი, 12მგ
შემავსებლები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა,
აღწერილობა: ტაბლეტები თეთრი ფერის მოყვითალო ელფერის მქონე, ან ყვითელი ფერის ნარინჯისფერი ელფერით, ბრტყელცილინდრული ფორმის, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ამოკვეთილია წარწერა «ПО».

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულაციური საშუალება
АТХ კოდი: [L03]

ფარმაკოლოგიური თვისებები
პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულიაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ლეიკოციტების მიერ მიკრობთა ფაგოციტირების უნარის გაძლიერება საწყისი დაბალი მაჩვენებლების ფონზე ციტოკინების პროდუცირების სტიმულაცია, რომლებიც თავის მხრივ ააქტიურებენ იმუნიტეტს, აგრეთვე მას ინფექცური აგენტების მიმართ ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.

სუბლინგვალური გამოყენების დროს პრეპარატი აქტიურებს ბრონქებში, ცხვირის ღრუსა და  ევსტაქის ლულებში მდებარე ლიმფოიდურ უჯრედებს, რის გამოც იზრდება ამ ორგანოთა მდგრადობა ინფექციური აგენტების მიმართ
პერორალური გამოყენებისას პოლიოქსიდონი ააქტივებს ნაწლავის ლიმფოიდურ უჯრედებს, კერძოდ კი სეკრეტორული IgA-ს მაპროდუცირებელ B-უჯრედებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად იზრდება სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგრადობა ინფექციური აგენტების მიმართ.  გრად ამისა პერორა;ური მიღების დროს პოლიოქსიდონი ააქტივებს ქსოვილოვან მაკროფაგებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან გამომწვევის სწრაფ ელიმინაციას ინფექციური კერის არსებობის შემთხვევაში.
იმუნომადულაციური მოქმედების გარდა პრეპარატს გააჩნია დეტოქსიკაციისა და ანტიოქსიდანტური ზემოქმედების უნარი, რაც განპირობებულია პრეპარატის მაღალმოლეკულური აღნაგბითა და სტრუქტურით.

ჩვენება
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ბავშვებში
- პირის ღრუს, ცხვირის წიაღების, ზედა სასუნთქი გზების, შიგნითა და შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი მორეციდივე ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფეციები
მონოთერაპიის სახით პოლიოქსიდონი შეიძლება გამოიყენებულ იქნეს სუბლინგვალურად იმუნოკომპრომენტირებულ ადამიანთა ჯგუფში,  გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების საპროფილაქტიკოდ პრეეპიდემიურ პერიოდშო.

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა
სიფრთხილით ინიშნება  თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად და სუბლინგვალურად მოზრდილებში 12მგ ან 24მგ დოზის, მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით ყოველდღიურად, დიგნოზისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

მკურნალობის რეკომენდირებული სქემები
პოლიოქსიდონის ტაბლეტების მიიღება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
სუბლინგვალურად 12მგ დოზის ოდენობით
- პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ბუნების) – დღეში ორჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში. პირის ღრუს ჰერპესული და სოკოვანი ინფექციების მძიმე ფორმების დროს  - დღეში სამჯერ 8 საათიანი ინტერვალებით 15 დღის განმავლობაში.
- ცხვირის წიაღებისა და ოტიტების ქრონიკული დაავადებების დროს – დღეში 2 ჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 5-10 დღის განმავლობაში.
- ქრონიკული ტონზილიტის დროს – დღეში 3 ჯერ 8 საათიანი ინტერვალებით 10-15 დღის განმავლობაში.
- ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს – მოზრდილებში 24მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ, მოზარდებში 12მგ დღეში ორჯერ, 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში.
- გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების საპროფილაქტიკოდ – იმუნოკომპრომენტირებულ პირებში, რომელბიც ავადდებიან მწვავე რესპირატორული დაავადებით წელიწადში ოთხჯერ. პოლიოქსიდონი რეკომენდირებულია პრეეპიდემიურ პერიოდში მოზრდილთათვის 24მგ დოზის ოდენობით, მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით სუბლნგვალურად დღეში 2 ჯერ 10-15დღის განმავლობაში

პერორარულად
- ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს  -მოზრდილებში  24მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ,  მოზარდებში 12მგ დოზის ოდენობით დღეში ორჯერ 12 საათიანი ინტერვალებით 10-14 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პოლიოქსიდონი შეთავსებადია შემდეგ პრეპარატებთან: ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ,  სოკოს საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ბრონქოლიტიკებთან, გლუკოკორტიკოსტერიოდებთან, ციტოსტატიკებთან, β-ადრენომიმეტიკებთან.


გამოშვების ფორმა
12 მგ პოლიოქსიდონის შემცველი ტაბლეტები, უჯრედოვან შეფუთვაში მოთავსებულია  10 ტაბლეტი. ვარგისიანობა
2 წელიწადი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

შენახვის წესი
ბ ჩამონათვალი
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 4 დან 8ºC-მდე.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ

მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი