პოლივიტი 100მლ სიროფი

პოლივიტი
POLIVIT



კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პოლივიტამინური პრეპარატები
, პოლივიტამინები მინერალების გარეშე


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სიროფი: ფლ 100მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი A: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, აუცილებელია ზრდისათვის, ასევე მონაწილეობს ეპითელური ქსოვილის დაცვისა და რეგენერაციის პროცესში. ეფექტურია ღამის მხედველობის დარღვევების მკურნალობისას.
B ჯგუფის ვიტამინები: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები გვევლინებიან ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის კატალიზატორებად. ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მთავარ კოენზიმს. ვიტამინი B2 ასრულებს მთავარ როლს საკვები ნივთიერებებისაგან მიღებული ენერგიის ხარჯვაში. ვიტამინი B6 უპირველესად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, შემდეგ ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლებში. გარდა ამისა მონაწილეობას იღებს ჰემოგლობინის სინთეზში. ნიკოტინამიდი: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი ნიკოტინამიდი, გადაიქცევა რა ორგანიზმში ფერმენტ ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდად (ნად) და ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდ ფოსფატად (ნადფ), მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის ელექტრონულ რეაქციებში.
D- პანტენოლი: წყალში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კოენზიმ A– ს ერთ-ერთი კომპონენტის შექმნაში, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლებში. ვიტამინიჩ: წყალში ხსნადი ვიტამინი, წარმოადგენს მრავალი ფერმენტული და ინტრაცელულური ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის კატალიზატორს. მონაწილეობს ნორმალური კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში, კოლაგენის და სხვა უჯრედშიდა ნივთიერებების სინთეზში, ასევე ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
ვიტამინი D: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კალციუმ-ფოსფოროვანი ბალანსის შენარჩუნებაში, ასევე ძვლის მინერალიზაციის პროცესებში.
ვიტამინი E: იცავს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალ უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ხელს უშლის რა თავისუფალი რადიკალების და კანცეროგენული ნიტროზამინების წარმოქმნას, უზრუნველყოფს იმ ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას, რომლებსაც აქვთ მეზოდერმული წარმოშობა (გლუვი კუნთები, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკო).

ჩვენებები
- კვებასთან დაკავშირებული ზრდისა და განვითარების დარღვევები ბავშვებში;
- ჰიპოვიტამინოზისას და ნორმალური კვების შენარჩუნების მიზნით;
- გადატანილი ინფექციური დაავადებების და ოპერაციების შემდეგ, სისუსტისა და ადვილად დაღლილობის შემთხვევაში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში;
- არაბალანსირებული დიეტით გამოწვეული ვიტამინების დეფიციტის დროს.

მიღების წესები და დოზები

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება:
ბავშვები: 3 თვიდან 1 წლამდე ასაკის 5 მლ (1 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში, 1-დან 5 წლამდე ასაკის - 7.5 მლ (1.5 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში, 5 წელზე ზევით ასაკის - 10 მლ (2 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში. ორსულები და მეძუძური დედები - 10 მლ (2 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში.
პოლივიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც მზა სიროფის სახით, ასევე წყალში, წვენსა და ფაფაში შერეული სახით.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერვიტამინოზთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ეროზიული ცვლილებები და ძალიან იშვიათად სიცხის შეგრძნება და სისუსტე, დაკავშირებული ნიკოტინამიდის მოქმედებასთან.

უკუჩვენება

უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზის განვითარება. ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ვიტამინის ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენული ეფექტი.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დავიწყოთ სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რეტინოიდშემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა.
ბარბიტურატებმა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება D ვიტამინის აქტივობის შემცირება გამოიწვიოს.
ნიაცინთან და განგლიობლოკატორებთან თანადროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა.
ვიტამინმა B6 შეიძლება მოგვცეს მცდარი შედეგი ერლიხის მეთოდით ურობილინოგენის განსაზღვრისას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
 
მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი