პრეგნაქეა
კრემი
PREGNACARE
პრეგნაქეა კრემი არის დამატენიანებელი საშუალება ორსულობის დროს და მის შემდეგ დაჭიმული კანის სათუთი დაცვისათვის.
ორსულობის დროს, ბავშვის ზრდასთან ერთად ქალის კანი სწრაფად იჭიმება, რამაც შეიძლება დააზიანოს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები კანის ღრმა შრეებში.
დაჭიმული კანის დასანოტივებლად და ელასტიურობის შესანარჩუნებლად პრეგნაქეა კრემის ქიმიურ ფორმულაში შედის: მცენარეული ექსტრაქტები, C და E ვიტამინები. კრემის გამოყენება სასურველია ოსულობის შემდეგაც, ის ხელს უწყობს კანის შეკუმშვას. მისი რეგულარული გამოყენება კანს რბილსა და გლუვს ხდის.
პრეგნაქეაში შემავალი კომპონენტები:
გულყვითელასა და ალოეს ექსტრაქტები და ფურისულის ზეთი – გამოიყენება დაჭიმული კანის დასარბილებლად.
E ვიტამინი - კანის დერმის კვებისა და დაცვისათვის.
D-პანთენოლი და C ვიტამინი – კოლაგენის წარმოებისათვის, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობასა და სიძლიერეს.
ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები – ანტიოქსიდანტური მკვებავები ხელს უწყობს ჯანმრთელი კანის შენარჩუნებას.
გამოყენების წესი:
კრემი ნაზად შეიზილეთ მუცელზე, წელზე, ბარძაყებსა და სარძევე ჯირკვლებზე (არეოლების გარდა).
კრემის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად ორსულობისას და ორსულობის შემდეგ.
გაფრთხილება:
კანის გაღიზიანების შემთხვევაში, კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს, პრობლემის გაგრძელებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
კრემი 100მლ.
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“
ლონდონი, ინგლისი.