პროსტაქსანი
Prostaxan
სავაჭრო დასახელება: პროსტაქსანი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -
ქიმიური დასახელება: -
წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს მარაოსებრი საბალის ლიპიდოსტეროლურ ექსტრაქტს 320მგ.
ჟელატინის კაფსულების გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი E-211, გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E-172, რკინის ოქსიდი შავი E-172, შესანიშნავი წითელი E-129, კარმუაზინი E-122.
აღწერილობა
რბილი ჟელატინის ოვალური ფორმის კაფსულები ნაწიბურით, დრეკადი, გაუმჭვირვალე ორფერიანი გარსით, შეფერილია შავი/წითელი ფერით.
კაფსულის შიგთავსი- მოყვითალო ყავისფერი ან მოყავისფრო ნარინჯისფერი ზეთოვანი სითხე არომატული სურნელით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საშუალებები, რომელთაც იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.
ათქ კოდი: G04CX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პროსტაქსანი- სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს Serenoa repens-ის, დაბალტანიანი მარაოსებრი პალმა საბალის ნაყოფის ლიპოდოსტეროლურ ექსტრაქტს. ექსტრაქტის მთავარი აქტიური ნივთიერებებია ფიტოსტერინი, ცხიმმჟავები და ცხიმოვანი სპირტი.
ცხოველების ან ინ ვიტრო წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებზე ჩატარებული ექსპერიმენტულ კვლევების მიხედვით Serenoa repens-ის ლიპოდოსტეროლური ექსტრაქტი:
- არაკონკურენტულად თრგუნავს 5-ალფა-რედუქტაზას (I და II ტიპი), ეს არის ფერმენტი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის აქტიურ მეტაბოლიტად დიჰიდროტესტოსტერონად;
- ამცირებს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების წარმოქმნას (გამოვლენილ იქნა მრავალბირთვიან უჯრედებზე);
- ამცირებს ზრდის ფაქტორით სტიმულირებულ უჯრედების პროლიფერაციას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ არის შესწავლილი, ვინაიდან მცენარეული წარმოშობის პრეპარატები შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ სხვადასხვა ნივთიერებებს.
გამოყენების ჩვენებები
შარდის გამოყოფის ზომიერი დარღვევა, რომელიც გამოწვეულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (I და II სტადია).
მიღების წესი და დოზები
მიიღება 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ, ერთიდაიგივე დროს. რბილი კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად კვების დროს, სათანადო რაოდენობის წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს. მკურნალობის ხანგრძლივობას და განმეორებითი კურსის საჭიროებას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი დაავადების თავისებურების, მიღწეული ეფექტის და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის უზმოზე მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა.
მკურნალობის პერიოდში მცირდება (შარდის გამოყოფის დარღვევის) სიმპტომები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, მაგრამ პრეპარატი არ მოქმედებს წინამდებარე ჯირკვლის ზომაზე. შესაბამისად პაციენტმა რეგულარულად უნდა მიმართოს ექიმს წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით.
თუ მკურნალობის პერიოდში ნარჩუნდება სიმპტომები ან მდგომარეობა მწვავდება (სისხლი შარდში, ტკივილი შარდვის დროს, შარდის ძლიერი შეკავება) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ინფორმაცია არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მამაკაცებისათვის. იგი უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის მიღება ბავშვებში
სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის და 18 წლამდე მოზარდებისათვის.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები (გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა), ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კანის შეშუპება). არსებობს ინფორმაცია გინეკომასტიის განვითარების შესახებ, რომელიც შექცევადი ხასიათის იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს გვერდითი რეაქციების, მათ შორის ისეთი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის, მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ ახდენს ზეგავლენას.
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულები, 10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 3 ან 6 კონტურულ უჯრედული შეფუთვა კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას 150C-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
უნიტარული საწარმო “მინსკინტერკაფსი”, ბელორუსიის რესპუბლიკა,
220075, ქ. მინსკი, ა/ი112, ინჟინერთა ქ.26