რაუნატინი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო დასახელება: Rauwolfia alcaloids;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
ღია მწვანე ფერის შემოგარსული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს;
რაუნატინს -0,002გ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, გლუკოზა, სტეარინის მჟავა, ვაზელინის ზეთი, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი პიგმენტური, დაბალმოლეკულური სამედიცინო პოლივინილპიროლიდონი, მწვანე საღებავი ევრობლენდ მწვანე ვაშლის, ტალკი, ფუტკრის ცვილი.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმპათოლიზური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რაუნატინი ხასიათდება ჰიპოტენზიური ეფექტით და ანტიარითმული მოქმედებით, აგრეთვე დამამშვიდებელი მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ეს უკანასკნელი რეზერპინთან შედარებით უფრო ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ ჰიპოტენზიური მოქმედებით იგი არ ჩამორჩება რეზერპინს. რიგ შემთხვევებში
რაუნატინს რეზერპინთან შედარებით ახასიათებს უკეთესი ამტანობა.
ფარმაკოკინეტიკა:
რაუნატინი შეიცავს გველის რაუვოლფიას ფესვების ალკალოიდების ჯამს, რომელთა შორის მეტად მნიშვნელოვანია რეზერპინი, სერპენტინი, აიმალინი. ალკალოიდების საერთო შემცველობა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით _ არა ნაკლებ 90%-ია. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალკალოიდები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეწოვის სიჩქარით და ხარისხით. მეტაბოლიზმს განიცდიან ძირითადად ღვიძლში და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფიან თირკმელების საშუალებით.
რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი რეზერპინის ეფექტთან შედარებით ხორციელდება თანდათანობით (ჩვეულებრივად პრეპარატის მიღებიდან მე10-11-ე დღეს). ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის თერაპიული ეფექტი აღინიშნება რაუნატინის მიღების შეწყვეტიდან 2-3 თვის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენებები:
რაუნატინის გამოყენების ძირითად ჩვენებას წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადება, პირველ რიგში II-III ხარისხის. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში რაუნატინი ფართო გამოყენებით არ ხასიათდება, მაგრამ ინიშნება ნევროზული მდგომარეობის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში რაუნატინი ინიშნება ჭამის შემდეგ. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატის მიღებას, როგორც წესი, იწყებენ ღამით, ძილის წინ_ 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 0,002გ –ს (2მგ) ალკალოიდების ჯამს, მეორე დღეს _ 1 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში; მესამე დღეს _ 3 ტაბლეტი, საერთო დოზით 4-6 ტაბ.-მდე დღეში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას, ძირითადად 10-14 დღის შემდეგ, პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებენ (1-2 ტაბ.-მდე დღეში). ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატი ინიშნება შემანარჩუნებელი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1 ტაბლეტი დღეში).
გვერდითი მოვლენები:
რაუნატინი სწორად შერჩეული დოზით ძირითადად გვერდითი მოვლენების განვითარებას არ იწვევს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, ტკივილი გულის არეში. გვერდითი მოვლენების მოხსნა შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებით ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შესვენებით, ხოლო აშკარა აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტით.
უკუჩვენებები:
რაუნატინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის, გულის მძიმე უკმარისობის, მიოკარდიუმის ორგანული დაზიანებების, აორტული მანკების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნეფროსკლეროზის, მკვეთრად გამოხატული ცერებრული ათეროსკლეროზის,
ეპილეფსიის, პარკინსონიზმის, დეპრესიის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რაუნატინის მიღება შესაძლებელია ერთდროულად ან თანმიმდევრულად სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან, კალციუმის იონების
ანტაგონისტებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთად.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქინიდინთან, ოქტადინთან, საგულე გლიკოზიდებთან ერთად. რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება მისი კომბნინაციით დიურეზულ საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია Aაღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა. ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა.
გამოყენების თავისებურებები:
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მე-3-4 დღეს.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა-3 წელი
გაცემის წესი:
რეცეპტით
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.