სწრაფად აღადგენს ორგანიზმისთვის აუცილებელი სითხის და მიკროელემენტების რაოდენობას
რეჰიდრო ელექტროლიტები ფორტე
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
პაკეტები ფორთოხლის არომატით N 10
პაკეტები ჟოლოს არომატით N 10
შემადგენლობა:
დექსტროზა 10 გ
ნატრიუმის ქლორიდი 3.5 გ
კალიუმის ქლორიდი 2.5 გ
ნატრიუმის ციტრატი 2.9 გ
მოქმედების მექანიზმი:
სწრაფად ავსებს სითხის და მარილების დანაკლისს დიარეის, ღებინების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს; ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ძალა და წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან
ჩვენება:
- წყალ - მარილოვანი ბალანსის აღდგენა
- აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს
- ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია
- წყალ -მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები
- გულისრევა/ღებინების, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს
პროფილაქტიკური მიზნით : სითბური და ფიზიკური დატვირთვის და ინტენსიური ოფლდენის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლ გადადუღებულ, ოთახის ტემპერატურის წყალში.
მოზრდილებში მიიღება 80-100 მლ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.
გამოშვების ფორმა
პაკეტები ფორთოხლის არომატით N 10
პაკეტები ჟოლოს არომატით N 10
წარმოებულია GM PhamraceuticalsLtd-ის დაკვეთით
მწარმოებელი:
Idee PharmaWelt GmbH
Westhafenstr.1, D-13353 Berlin, Germany